იურიდიული მომსახურება
იურიდიული მომსახურება ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციებისთვის - ბიზნეს სამართალი, შრომის სამართალი, ადვოკატის მომსახურება და წარმომადგენლობა
ისარგებლე იურისტის მომსახურებით
ჩვენ გთავაზობთ იურიდიულ მომსახურებას აუთსორსზე, რათა შენი კომპანიის საქმიანობა კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანო.
ლიცენზირებული ადვოკატები შენი საჭირებების მიხედვით მოგცემენ კონსულტაციებს და დაგეხმარებიან დაგეგმო საქმიანობა სწორად, რათა თავიდან აიცილო საყურადღებო სამართლებრივი პრობლემები.
98%
customers
96%
Satisfaction Rate
რას მოიცავს იურიდიული მომსახურება?
ბიზნეს სამართალი
სამართლებრივი მხარდაჭერა კომპანიის ნებისმიერ კორპორატიულ საკითხთან დაკავშირებით. სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის (შინაგანაწესი, ინსტრუქცია, ხელშეკრულება, შეთანხმება და სხვა) მომზადება ყველა მიმართულებით, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან წარმომადგენლობა, მოლაპარაკებების წარმოება, სადავო საკითხებში ჩართულობა და სხვა.
შრომის სამართალი
კომპანიის შრომითი საკითხების დარეგულირება და საქართველოს მოქმედ შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. მათ შორის, შესაბამისი დოკუმენტაციისა და ხელშეკრულებების შემუშავება; თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა; ნებისმიერი სადავო საკითხის სწორად წარმართვაში დახმარება; უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კოორდინირება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, ბინადრობის ნერაბრთვის მოპოვებისა და ბინადრობის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.
საავტორო უფლებები
ინტელექტიალურ საკუთრებასა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ინტერესების დაცვა; საქპატენტში წარმომადგენლობა და შესაბამისი უფლების რეგისტრაციის ორგანიზება
წარმომადგენლობა
იურიდიული მომსახურება სადავო საკითხებთან დაკავშირებით. წარმომადგენლობა კერძო პირებთან, ნოტარიუსთან, აგრეთვე მედიაციაში, არბიტრაჟში, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში, ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.
ბანკებთან წარმომადგენლობა
კონსულტაცია და წარმომადგენლობა არარეზიდენტი იურიდიული ანდ ფიზიკური პირებისთვის ზოგად საბანკო საკითხებთან დაკავშირებით. საბანკო ანგარიშების გახსნასთან დაკავშირებით კონსულტაცია და წარმომადგენლობა არარეზიდენტი იურიდიული ან/და ფიზიკური პირებისთვის
უძრავი ქონება
უძრავ ქონებასთან დაკავშირებულით ნებისმიერ საკითხის კოორდინირება, მათ შორის უძრავი ქონების დაკანონება, საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაცია, ცვლილება, ვალდებულებების რეგისტრაცია და აღნიშნულთან დაკავშირებული ნებისმიერი საჭირო დოკუმენტაციის მომზადება საჯარო რეესტრში წარსადგენად. ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში სხვადასხვა პირებთან წარმომადგენლობა და მოლაპარაკებებში ჩართულობა
სამშენებლო კომპანიებისთვის
სამშენებლო/დეველოპერული კომპანიებისთვის სამშენებლო პროცესის სამართლებრივი უზრუნველყოფა, რაც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება): განშლის მომზადებას და მის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში; აღნაგობის, ნასყიდობის და სხვა ტიპის დოკუმენტაციის შედგენასა და საჯარო რეესტრში რეეგისტრაციას; დოკუმენტაციის რეესტრის წარმოებას; წარმომადგენლობას მომხმარებელთან, მომწოდებლებთან და ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოებთან.
ტენდერში მონაწილეობის კოორდინირება
გამოცხადებული ტენდერის მოთხოვნების შესწავლა, საჭირო დოკუმენტაციის თავმოყრა და ორგანიზება, აგრეთვე სატენდერო პროცესში მონაწილეობის მიღება, მათ შორის პლატფორმაზე რეგისტრაცია, დოკუმენტაციის მოთხოვნისამებრ წარდგენა შესაბამის პორტალზე და სხვ.
ადვოკატის, ლიცენზირებული აუდიტორისა და საგადასახადო ექსპერტის კომპლექსური მომსახურება
საგადასახადო საკითხის სამსაფეხურიანი შესწავლა, რაც გულისხმობს იურისტის/ადვოკატის სამართლებრივ ანალიზს, ლიცენზირებული აუდიტორის ჩართულობას საკითხის შემდგომი შესწავლისთვის. დასკვნითი ეტაპზე კი საგადასახადო ექპსერტის შეფასებას. ამასთან, საგადასახადო დავებში კომპლექსური წარმომადგენლობა სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოსთან, სსიპ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთან, ყველა ინსტანციის სასამართლოში.
Simplify The Decision
Get a special offer according to your business type or create the relevant package by yourself
გაიარე უფასო იურიდიული კონსულტაცია
პროფესიონალიზმი
რომელითაც ვაღწევთ შედეგს
პროგრესი
რომლითაც მუდმივად ვვითარდებით
სანდოობა
რომლითაც ვქმნით მყარ ურთიერთობებს