საერთაშორისო მხარდაჭერა
TMC ჟენევის გლობალური ალიანსის GGI Global Alliance AG წევრი
2013 წლიდან TMC ერთ-ერთი უდიდესი ქოლგა ორგანიზაციის, ჟენევის გლობალური ალიანსის GGI Global Alliance AG წევრი .
GGI არის დამოუკიდებელი, პროფესიული, საბუღალტრო, იურიდიული და საკონსულტაციო კომპანიების, წამყვანი გლობალური ალიანსი.
GGI აერთიანებს საერთაშორისო, დამოუკიდებელ საკონსულტაციო კომპანიებს და მათ ნიჭიერ პროფესიონალებს ყველა ძირითად ქვეყანაში და პრაქტიკულ სფეროებში.
გამოცდილი საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიული კომპანიების მსოფლიო ალიანსი მომხმარებელს პროფესიულ გადაწყვეტილებებს მათი საერთაშორისო ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად აწვდის . ამის მისაღწევად, კომპანიებს სჭირდებათ წვდომა პროფესიონალებზე და ექსპერტებზე ყველა ქვეყანაში.
ჟენევის ჯგუფის საერთაშორისო ალიანსის წყალობით, შესაძლებელი გახდა მსოფლიოში ბიზნესისთვის ნებისმიერი ფინანსური, იურიდიული თუ ეკონომიკური საკითხის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილების პოვნა.
GGI 1995 წელს დაარსდა და 566 წევრი კომპანიითა და 771 ოფისით მსოფლიოს მასშტაბით 123 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ინგლისისა და უელსის უფლებამოსილი ბუღალტერთა ინსტიტუტის ინფორმაციის თანახმად, GGI მსოფლიოში პირველ ადგილზეა, როგორც პროფესიონალთა უდიდესი მულტიდისციპლინარული ასოციაცია, მსოფლიოს ტოპ 25 ქსელსა და ასოციაციებს შორის კი მე -6 ადგილს იკავებს.
პროფესიონალიზმი
რომელითაც ვაღწევთ შედეგს
პროგრესი
რომლითაც მუდმივად ვვითარდებით
სანდოობა
რომლითაც ვქმნით მყარ ურთიერთობებს