ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს
ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ საქმიანობის შეუფერხებლად და სწორად წარმოებაში, მოვხსნათ ბარიერები, რათა დაბრკოლებების გარეშე განავითაროთ თქვენი საქმიანობა და შექმნათ ახალი შესაძლებლობები
დაარსდა აუდიტორიული კომპანია TMC. დაარსების მომენტიდან ბიზნესს ვთავაზობთ მრავალფეროვან მომსახურებას: ბუღალტერია, აუდიტი, იურიდიული მომსახურება, საბაჟო-საბროკერო მომსახურება, შეფასება. მალე შევძელით ოპერირება დაგვეწყო ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე
შევქმენით ეფექტური შიდა ხარისხის კონტროლის სისტემა და ჩავატარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
TMC გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქოლგა ორგანიზაციის, ჟენევის გლობალური ალიანსის GGI Global Alliance AG წევრი
TMC გახდა EBRD-ის (რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის) ერთ-ერთი პროექტის- მცირე ბიზნესის მხარდაჭერის (SBS)კონსულტანტი საქართველოში
TMC-მ გაიარა ხარისხის მონიტორინგი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ
პირველად ბაზარზე, ჩვენი პარტნიორებისთვის, მომსახურების ღირებულების გადახდა უკვე კრიპტოვალუტით გავხადეთ შესაძლებელი
პირველებმა დავნერგეთ მომსახურების ახალი მიმართულება- ინფორმაციული ტექნოლოგიური (IT) აუდიტი
გავხსენით ჩვენი პირველი რეგიონული ოფისი ყვარელში.
დავიწყეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
მიზანი
ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო და მაღალი ხარისხის სერვისები, რომელიც გაუმარტივებს ბიზნესს საქმიანობას და ხელს შეუწყობს განვითარებაში.
დაპირება
ჩვენი პროფესიონალიზმი და პარტნიორებთან დამოკიდებულება გვეხმარება სანდო ურთიერთობიების ჩამოყალიბებაში. გუნდი კი, რომელსაც საეთო ღირებულებები აერთიანებს- პროფესიონალიზმი, განვითარებისკენ სწრაფვა და კეთილსინდისიერება- მათთვის სანდო დასაყრდენია რთული გადაწყვეტილებების დროს.
მისია
ჩვენი მისიაა, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, რითაც მეწარმეებს, ლიდერებს, რომელთაც სურთ იმოძრაონ, აწარმოონ, აკეთონ საქმე, ხელს შევუწუობთ, დავეხმარებით წინსვლასა და განვითარებაში, შესაძლებლობას მივცემთ თამამად შექმნან უკეთესი, ღირსეული გარემო საზოგადოებისთვის.
პროფესიონალიზმი
რომელითაც ვაღწევთ შედეგს
პროგრესი
რომლითაც მუდმივად ვვითარდებით
სანდოობა
რომლითაც ვქმნით მყარ ურთიერთობებს