საბაჟო-საბროკერო მომსახურება
ისარგებლე საბროკერო მომსახურებით ექსპორტ/იმპორტისთვის გამიზნული საქონლის განსაბაჟებლად
საბაჟო-საბროკერო მომსახურება
საექსპორტოდ და/ან საიმპორტოდ გამიზნული საქონლის განბაჟება გარკვეულ ცოდნას, დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.საქმიანობის გასამარტივებლად და რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ისარგებლე გამოცდილი ბროკერების მომსახურებით, რომლებიც დაზოგავენ დროს და იქნებიან შენი წამრომადგენლები საბაჟო ტერმინალში.
ჩვენი საბროკერო მომსახურებით სარგებლობა გაგიმარტივებს საბაჟო პროცედურების წარმოებასა დატვირთების განბაჟების პროცესს. შეძლებთ დროისა და რესურსების დაზოგვას.
რას მოცავს საბაჟო-საბროკერო მომსახურება?
საბაჟო პროცედურები
განბაჟებისთვის ნებისმიერ ტვირთს უტარდება საბაჟო პროცედურები, რომელსაც აქვს სამი კორიდორი- მწვანე, ყვითელი და წითელი; მწვანე - ტვითი არ მოწმდება და არ ხდება მისი დათვალიერება/გახსნა, განბაჟება ხდება მხოლოდ დოკუმენტაციის საფუძველზე; ყვითელი - მოითხოვება საბაჟო გადასახდების დაუყოვნებლივ გადახდა ; წითელი - იხსნება ტვირთი , ითვლება და მოწმდება არის თუ არა შესაბამისობაში დოკუმენტაციასთან. ტვირთის განბაჟება ხდება გადასახადების გადახდის შემდგომ, როცა დეკლარაციას A ნომერი მიენიჭება.
საქონლის ექსპერტიზა
საბაჟო ექსპერტიზა მოიცავს რამდენიმე ტიპის შემოწმებას: 1. საქონლის საბაზრო ფასის დადგენა - როდესაც ტვირთი გაცილებით დაბალი ღირებულების არის, ვიდრე საბაზრო ფასი, ინიშნება ექპერტიზა, რათა განბაჟება მოხდეს საბაზრო ფასის შესაბამისად. 2. საქონლის კოდის მინიჭება - სასაქონლო ნომენკლატურის კოდი - როდესაც გაურკვეველია თუ რა შემადგენლობის არის საქონელი, ინიშნება ექსპერტიზა, რის შემდეგაც განსაბაჟებელ საქონელს ენიჭება კოდი.
ფიტოსანიტარული სერთიფიკატის აღება
ფიტოსანიტარული სერტიფიკატი მოითხოვება მცენარეული საკვების შემცველი ზოგიერთი ტვირთის განსაბაჟებლად, რათა დადგინდეს ტვირთის ვარგისიანობა
წარმოშობის სერთიფიკატის აღება
წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს სავაჭრო პალატა, რითაც დგინდება განსაბაჟებელი საქონლის წარმომავლობა (რომელი ქვეყნიდანაა განსაბაჟებელი საქონელი)
სხვა დოკუმენტაციების აღება
საბაჟო ბროკერის მომსახურების ფასი
(დღგ-ს გარეშე)
# | დასახელება |
| ფასი | ||
1 |
| $100 | |||
2 | საბაჟო პროცედურა (იმპ/ექსპ) | მწვანე | $100 | ||
3 | საბაჟო პროცედურა (იმპ/ექსპ)
| ყვითელი | $120 | ||
4 | საბაჟო პროცედურა (იმპ/ექსპ)
| წითელი | $160 | ||
5 | საქონლის ექსპერტიზა | $100 | |||
6 | რთული დეკლარაცია (15-ზე მეტი სასაქონლო კოდი) | ნებისმიერი | $10/კოდი | ||
7 | ფიტოსანიტარული სერთიფიკატი | $50 | |||
8 | წარმოშობის სერთიფიკატი | $40 |
*
ფასები დადგენილია ერთი საბაჟო დეკლარაციის მიხედვით, ფასში არ შედის საბაჟო მოსაკრებელი და სხვა სახელმწიფო გადასახადები.
გაიარე უფასო კონსულტაცია ბროკერთან
პროფესიონალიზმი
რომელითაც ვაღწევთ შედეგს
პროგრესი
რომლითაც მუდმივად ვვითარდებით
სანდოობა
რომლითაც ვქმნით მყარ ურთიერთობებს