Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International
აუდიტი
Audit

Сервис высокого качества наш главный приоритет

შეფასება საერთაშორისო სტრანდარტებით ISO

შეფასება არის შემფასებლის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად მიღებული აზრი ღირებულების შესახებ.
ტიპიურად გამოიყენება სამი მეთოდი:
დანახარჯების მეთოდი - რომლის დროსაც  ღირებულების დაანგარიშება ხდება, გაუმჯობესებების ჩანაცვლების ღირებულებიდან ცვეთის გამოკლებით და  მიწის ღირებულების მიმატებით. 
გაყიდვების შედარების მეთოდი -  მდგომარეობს შესაფასებელი ობიექტის ს მსგავსს, გაყიდულ ობიექტებთან შედარებას.  შედარების მეთოდი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებლად ითვლება საცხოვრებელი ფართის შემთხვევაში.
შემოსავლების მიხედვით დაანგარიშების მეთოდი ყველაზე აქტუალურია,  შემოსავლების მქონე ობიექტების შეფასების დროს, რადგან ის მხედევლობაში იღებს ინვესტორის მოლოდინს ობიექტიდან  მიღებულ  შემოსავლებზე.


რა ტიპის ღირებულებები შეიძლება შეფასდეს?
შეფასება შეიძლება შესრულდეს : სალიკვიდაციო, საბაზრო, სადაზღვევო, დასაბეგრი, ან სხვა ღირებულების დასადგენად



რა სახის ქონების შეფასება კეთდება?

უძრავი ქონების შეფასება:

 საცხოვრებელი ბინა;

 მიწის(მიწის ნაკვეთის)კოტეჯები;
 სახლები (აგარეკების);

 კომერციული უძრავი ქონება;

 დაუმთვრებელი მშენებარე ობიექტი;

 უძრავი ქონების საიჯარო გადასახადი;

 სხვა უძრავი ქონება.  

მოძრავი ქონების შეფასება:
 მანქანა-დანადგარები;
 ავტომანქანები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები;
 საოფისე მოწყობილობები;
 ჩარხები;
 კომპიუტერები;
 ავეჯი;
 სხვა ობიექტებისა, რომელიც მოძრავ ქონებას მიეკუთვნბა.

 

რისთვის და რა დროს არის საჭირო ქონების შეფასება ?

 ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში.
 ბანკდან სესხის გაცემის, იპოტეკის შემთხვევაში.
 ზარალის შემთხვევაში
 საგადასახადო კანონნდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში
 ბიზნესისი  ლიკვიდაციის შემთხვევაში
 სასამართლოში წარსადგენად დავების შემთხვევაში.
 ქონების დასაზღვევად.
 მემკვიდრეობის ან  ჩუქების გადაცეის შემთხვევაში.
 საწარმოს კაპიტალის შეტანის და ამოღების შემთხვევაში.
 უბრალოდ საკონსულტაციოდ ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად.
 და სხვა..

ბიზნესის შეფასება.
ბიზნესის შეფასება - არის კომპანიის ყველა აქტივის, უძრავი ქონების, მანქანა/დანადგარების, ფასიანი ქაღალდების, მატერიალური მარაგების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების კომპლექსური შეფასება. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე.
საინვესტიციო პროექტების შეფასება.
ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი „ეფექტური და საუკეთესო გამოყენების“  მიზნით. აღნიშნული კვლევის საფუძველზე შესაძლოა განხორციელდეს საინტერესო და გრძელვადიანი ინვესტიციები
ზიანის შეფასება.
თქვენი საკუთრების და ზიანების შეფასება დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ, დაგეხმარებათ თქვენ შექმნათ მყარი იურიდიული მტკიცებულება იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები და მოითხოვოთ კომპენსაციის ოდენობა, დაზიანებული ქონების აღდგენის მიზნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ემუხლის შესაბამისად).
,,თი ემ სი“–ს ექსპერტები უმოკლეს დროში მოახდენენ თქვენი ქონებრივი ზიანის ან მიუღებელი შემოსავლის შეფასებას, რაც დასაბუთებული იქნება შესაბამისი და ურყევი მტკიცებულებებით.