Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International

 სასწავლო ცენტრი

პრაქტიკა

მიზნები:

პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას საშუალება გექნებათ გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები.

 

ვის შეუძლია პრაქტიკის გავლა:

პრაქტიკული კურსის გავლა შესაძლებელია მათთვის, ვინც:

  • გაიარა თეორიული კურსი თი ემ სი-ს სასწავლო ცენტრში და წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკატო გამოცდა;

  • მიიღო თეორიული ცოდნა სხვა სასწავლებელში და წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკატო გამოცდა თი ემ სი-ს სასწავლო ცენტრში;

 

სად გაივლით პრაქტიკას:

პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეგიძლიათ როგორც კომპანია თი ემ სი-ში, ასევე მის პარტნიორ კომპანიებში.  მონაწილეობას მიიღებთ რეალურ სამუშაო პროცესში, ადგილზე გაეცნობით დოკუმენტაციას, კერძოდ: სასაქონლო ზედნადებებს, ანგარიშ-ფაქტურებს, ინვოისებს,  შემოსავლის და გასავლის ორდერებს, ბანკის ამონაწერებს, სალარო აპარატის ჩეკებს, უწყისების შედგენას, მაგალითად როგორიცაა სახელფასო უწყისები, სამივლინებო ფორმები, ბრუნვითი უწყისები და სხვა.

საერთაშორისო დონის სერთიფიკატი :

საუკეთესოებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკა შპს თი ემ სი-ში. მოგეხსენებათ, რომ შპს.თი-ემ-სი საერთაშორისო გიგანტი ორგანიზაციის GGI(Geneva Group International) წევრია.

 ეს პროფესიული გაერთიანება 1995 წლის აპრილში, შვეიცარიაში დაფუძნდა და უკვე 18 წელია საერთაშორისო ბაზარზე ფუნქციონორებს. იგი აერთიანებს საკონსულტაციო და აუდიტორულ ფირმებს მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც ოპერირებენ წარმოების, დაზღვევის, მშენებლობის, საბანკო, მომსახურების, სატრანსპორტო და სხვა სფეროებში.

 

ფლობდე თი-ემ-სი - ს სასწავლო ცენტრის სერთიფიკატს, GGI ს ლოგოთი, ნიშნავს რომ გზა გაიკაფო ინტერნაციონალური სამყაროსკენ.

 

GGI გაცვლითი პროგრამები:

Geneva Group International თავისი წევრი კომპანიების თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში. თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდეგ, საუკეთეოსოებს ექნებათ საშუალება დასაქმდნენ კომპანია თი ემ სი-ში და ჩაებან საერთაშორისო პროცესებში.

 

პრაქტიკული კურსის ხანგრძლივობა: 1 დან 3 თვემდე

 

პრაქტიკული კურსის ღირებულება:  უფასოა თუ

მომავალი პროფესიონალებისათვის !