Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International

მაღალი ხარისხის სერვისი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

იურიდიული მომსახურება

სამართლებრივ ურთიერთობებეში, გადაწყვეტილების მიღებამდე, სასურველია ისარგებლოთ ჩვენი კომპანიის იურიდიული მომსახურებით, რადგან წინასწარ პრობლემატური რისკების განჭვრეტა და მისი თავიდან აცილება გაცილებით მარტივია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
გთავაზობთ სამართლებრივ მომსახურებას შემდეგ სფეროებში:

კორპორატიული სამართალი და ბიზნეს გარიგებები
 
სახელშეკრულებო სამართალი

თი-ემ-სი ეხმარება თავის კლიენტებს კომპანიის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის შერჩევაში და კომპანიის კორპორატიულ სტრუქტურირებაში, ისევე როგორც მენეჯმენტის და ფინანსური ოპერირების სისტემების დამუშავებაში, სრული იურიდიულ მომსახურების გაწევის გზით. ჩვენ ვახორციელებთ ორგანიზაციათა რეგისტრაციას დაწყებული შესაბამისი საბუთების მომზადებიდან, ორგანიზაციის რეგისტრაციის მოწმობის აღებამდე. თი-ემ-სის პროფესიონალთა გუნდი ასევე სთავაზობს კლიენტებს სრულ იურიდიულ მომსახურებას საწარმოს რეორგანიზაციის ლიკვიდაციის შერწყმისა, გაყოფის და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში.

 

თი-ემ-სი-ს იურისტთა გუნდს აქვს სახელშეკრულებო სამართლის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება, ჩვენს მომსახურებაში შედის ნებისმიერი ტიპის ხელშეკრულების შედგენა ჩვენი კლიენტების ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ჩვენ უზრუნველვყოფთ ხელშეკრულებათა შესწავლას და კლიენტებისათვის რეკომენდაციების მომზადებას ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკებთან დაკავშირებით.

​სასესხო და წილობრივი ინვესტიციები
 

სხვადასხვა დროს თი-ემ-სი-ს ადვოკატები აქტიურად მონაწილეობდნენ სასესხო და წილობრივი ინვესტირების პროექტებში ტრანზაქციების სტრუქტურირების, საინვესტიციო ობიექტების იურიდიული შესწავლის და საინვესტიციო ხელშეკრულებების შედგენის გზით. ჩვენ დახმარებას ვუწევდით ჩვენს კლიენტებს ტრანზაქციის პროცესის დასრულებამდე, რაც მოიცავს აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების სათანადო რეგისტრაციას შესაბამის უფლებამოსილ სამსახურში. ჩვენი გუნდის დიდი გამოცდილება ამ ტიპის ტრანსაქციებში განაპირობებს საკითხების შესწავლას არა მხოლოდ იურიდიული კუთხით, არამედ ჩვენი კლიენტების ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით;

ფასიანი ქაღალდები
 

ჩვენ წარმოვადგენთ ფინანსურ ინსტიტუტებსა და კორპორატიულ კლინეტებს სხვადასხვა სახის ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შეძენის, კაპიტალის გაზრდის, ფასიანი ქაღალდების განთავსების პროცესში. ჩვენ კონსულტაციებს უწევთ სხვადასხვა კომპანიებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით;

საბანკო და საფინანსო სამართალი
 

თი-ემ-სი კლიენტებს სთავაზობს საბანკო რეგულირების საკითხებთან დაკავშირებულ იურიდიულ კონსულტაციებს; საკრედიტო ხელშეკრულებების, საბანკო გარანტიების, იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებების, თავდებობის წერილების, აკრედიტივების და სხვა მსგავსი დოკუმენტების მომზადებას; საბანკო და სხვა საფინანსო ინსტიტუტების სამართლებრივი შემოწმების ჩატარებასა და შესაბამისი შეფასებების/დასკვნების მომზადებას; კლიენტის სახელით მარეგულირებელეთან ურთიერთობას.

საგადასახადო სამართალი
 

საგადასახადო სამართლს კუთხით გაწეული მომსახურება მოიცავს: ზოგად იურიდიულ და ფინანსურ კონსულტაციებს საგადასახადო სამართლის სფეროში; სამართლებრივი მემორანდუმების მომზადებას; კლიენტის სახელით საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას; საგადასახადო მოთხოვნების გასაჩივრებას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში; ზედმეტად დარიცხული/გადახდილი თანხების დაბრუნების მიზნით საგადასახადოსთან ურთიერთობას.

საბაჟო სამართალი
 

ჩვენი კომპანია კლიენტებს სთავაზობს საბაჟო საკითხებთან დაკავშირებულ იურიდულ კონსულტაციებსა და ტექნიკურ დახმარებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ სრულ იურიდიულ მომსახურებას, ვეხმარებით კლიენტებს საქონლის იმპორტსა თუ ექსპორტში, საქონლის სხვადასხვა საბაჟო რეჟიმში მოქცევის საკითხებში, ისევე როგორც წარმოვადგენთ კლიენტების ინტერესებს საბაჟო ორგანოებთან ურთიერთობაში, სასამართლოებსა და არბიტრაჟებში. ჩვენს იურისტებს და პროფესიონალებს გააჩნიათ უცხოელი დონორების დაფინანსებით სპეციალურ საბაჭო რეჟიმში მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება.

სატელეკომუნიკაციო სამართალი
 

ჩვენს იურისტებს და ადვოკატებს აქვთ სატელეკომუნიკაციო სამართლის სფეროში მუშაობის უდიდესი გამოცდილება, ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს მათი ინტერესების დაცვას მარეგულირებელი კომისიის სასამართლოსა თუ არბიტრაჟის წინაშე. ჩვენი მომსახურება ასევე მოიცავს სატელეკომუნიკაციო სამართლის ანალიზს, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას ჩვენი კლიენტების ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე.

უძრავი ქონება და სამშენებლო სამართალი

ჩვენი გუნდი ემსახურება კლიენტებს უძრავი ქონების გასხვისება/შეძენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც გულისხმობს კონსულტაციების გაწევას; შესაბამისი ხელშეკრულებების მომზადებას, გაფორმებას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; პრივატიზაციის პროცესში კლიენტის ინტერესების წარმოდგენას; ინვესტორების სასარგებლოდ შესაძენი ქონების სამართლებრივი შეფასების ჩატარებას; იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების გაფორმებას; მიწის სტატუსის რეკლასიფიკაციას; საკუთრების უფლების რეგისტრაციას. ჩვენი გუნდი ასევე სპეციალიზირდება სამშენებლო სამართალში რაც მოიცავს მშენებლობის ნებართვის მოპოვებასის, პროექტის დამტკიცებისა თუ მშენებლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში სამართლებრივ დახმარებასა და კლიენტის ინტერესის დაცვას.

ნავთობის, გაზისა და ელ ენერგიის სამართალი

თი-ემ-სი კონსულტაციებს უწევს კლიენტებს ელ-ენერგიის გაზისა და ნავთობის რეგულირების საკითხებში, ახორციელებს საქართველოში არსებული ენერგოობიექტების იურიდიულ შემოწმებას, ისევე როგორც ენერგეტიკული პროექტების სამართლებრივ ანალიზსა და ამზადებს შესაბამის ხელშეკრულებებს.

შრომითი სამართალი

შრომის სამართლის სფეროში მომსახურება გულისხმობს საწარმოთა და არაკომერცკიულ იურიდიულ პირთათვის შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის და სხვა დოკუმენტების მომზადებას; ზოგად კონსულტაციებს შრომითი სამართლის სფეროში; თანამშრომლებთან და კონტრაქტორებთან კლიენტის სახელით ურთიერთობას, მათ შორის ხელშეკრულების დადებისას და/ან შეჩერება – შეწყვეტისას; კლიენტების ინტერესების დაცვას სასამართლოსა და არბიტრაჟში;

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

ინტელექტუალური სამართლის სფეროში გაწეული მომსახურება მოიცავს: სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მადრიდის შეთანხმების ოქმის მონაწილე ქვეყნებში; გამოგონებებსა და სხვა სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე პატენტის და სხვა შესაბამსი უფლებების მოპოვებას საქართველოსა და პარიზის კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყნებში; კლიენტების საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვას, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვას, კლიენტის ინტერესების წარმოდგენას საქპატენტში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული დავებზე კლიენტების ინტერესების წარმოდგენას სასამართლოსა და არბიტრაჟებში; ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ზოგადი კონსულტაციების გაწევას.

ლიცენზიები და ნებართვები

გარდა ზოგადი იურიდიული კონსულტაციებისა ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს სხვადასხვას საქმიანობისათვის აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში, რაც მოიცავს ლიცენზიისა თუ ნებართვის მოპოვებისათვის აუცილებელი საბუთების მომზადებას საქართველოს კანონდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლიცენზიისა თუ ნებართვის მომზადების პროცესის მონიტორინგს და შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან კლიენტის ინტერესების დაცვას.

სადაზღვევო სამართალი

აღნიშნულ სფეროში მომსახურება მოიცავს: ზოგად იურიდიულ კონსალტინგს, შესაბამისი სადაზღვევო ხელშეკრულებებისა და სხვა ტიპის დოკუმენტების (მაგ. სადაზღვევო პოლისების) მომზადებას; სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას სადაზღვევო კომპანიებთან კლიენტების ინტერესების დაცვას.

საერთაშორისო სამართალი

ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენი კლიენტების ინტერესებს საერთაშორის სავაჭრო ურთიერთობებში, რაც გულისხმობს საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, ხელშეკრულების მარეგულირებელი კანონდებლობის ანალიზს და დასკვნების მომზადებას, უსაფრთხო სავაჭრო სქემების შემუშავებას, საერთაშორისო გადამზიდავებთან და გადამყვანებთან ურთიერთობას. ჩვენს ადვოკატებს აქვთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებში საქმის წარმოების გამოცდილება. ჩვენ ასევე ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილებების საქართველოში აღსრულების პროცესში.

სასამართლო და საარბიტრაჟო დავები

ჩვენს ადვოკატებს გააჩნიათ სასამართლოსა და არბიტრაჟში საქმის წარმოების დიდი გამოცდილება, ჩვენი მომსახურება მოიცავს საქმის მომზადებას – სარჩელის, შესაგებლის, შუამდგომლობის და სხვა დოკუმენტების მომზადებას; სასამართლოში კლიენტების ინტერესების დაცვას; სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში დახმარებას.

საგადასახადო დავები

ჩვენი კომპანიის პროფესიონალ იურისტთა ჯგუფი მზად არის გამარჯვების მიღწევამდე დაიცვან თქვენი ინტერესები, სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან და სასამართლოებში დავის დროს.
ინტერესების დაცვა გულისხმობს:
საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან წარმოქმნილ დავებში მონაწილეობა, თქვენი ინტერესების დაცვა გამოცდილი იურისტებისა და აუდიტორების მონაწილეობით;
სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
კონსულტაციები საგადასახადო შემოწმებების მიმდინარეობისას და საგადასახადო ორგანოების ქმედებების სამართლებრივი შეფასება;
ინტერესების წარდგენა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში.
სასარჩელო და სხვა სახის განცხადებების, საჩივრების და საჭირო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება;

კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია

ნებისმიერი კომპანიისა, თუ არასამთავრობო ორგანიზაციის გახსნა დაკავშირებულია:

სხვადასხვა სახის იურიდიული და სხვა დოკუმენტაციის მომზადებასთან, ნოტარიულ მოქმედებებთან, ბანკში ანგარიშის გახსნასთან და სხვა.

ჩვენი კომპანიის კვალიფიციური თანამშრომლები კონსულტაციას გაგიწევენ, მოგიმზადებენ და უზრუნველყოფენ თქვენთვის სასურველი ორგანიზაციის დაფუძნებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ან ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანას ოპერატიულად და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში