Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International

მაღალი ხარისხის სერვისი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

​აუდიტორული მომსახურება

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
 

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები განკუთვნილია ნებისმიერი სავაჭრო, საწარმოო და სხვა კომერციული კომპანიების (ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით) ფინანსური ანგარიშგების შედგენისათვის, მათი საქმიანობის სახის, დარგობრივი კუთვნილებისა და საორგანიზაციო-სამართლებრივი ფორმის მიუხედავათ. აღნიშნული ანგარიშგება ორიენტირებულია ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლების ფართო წრეების (აქციონერების, კრედიტორების, დამფუძნებლების, დაქირავებული მუშაკების) საინფორმაციო მოთხოვნილებებზე.

აუდიტის საშუალებით დგინდება კომპანიის ფინანასური ანგარიშგების შესაბამისობა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან, იგი მოიცავს კომპანიის ფინანსური მდგომარეობის (ბალანსის), საქმიანობის შედეგების (მოგება-ზარალის), ფულადი სახსრების მოძრაობის (ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის) და საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგების აუდიტს.

აუიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად:

მიიღებთ აუდიტორულ დასკვნას, რომელიც მომხმარებელთა ფართო წრისათვის ზრდის ფინანსური ანგარიშგების სანდოობის ხარისხს;

დაადგენთ კომპანიის რეალურ ფინანსურ მდგომარეობას, შედეგს (მოგება-ზარალი) და ფულადი სახსრების მოძრაობას.

მიიღებთ დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრის და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.

ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შედგენილი ანგარიშგება გამჭვირვალე და ინფორმატიულია უცხოელი ინვესტორებისათვის და გზას უხსნის ქართულ კომპანიებს საერთაშორისო ბაზარზე.



​საგადასახადო რისკების აუდიტი
 

საგადასახადო რისკების აუდიტი – არის ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის მდგომარეობის შემოწმება, რომლის შედეგად ხდება საწარმოების საგადასახადო რისკების შეფასება და მათი მინიმუმამდე დაყვანა. აუდიტის პროცესში მოწმდება ყველა სახეობის გადასახადის საგადასახადო ბაზა, ტარდება საგადასახადო აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების აუდიტი, როგორც კომპლექსური, ასევე ცალკეული გადასახადების მიმართ:
საშემოსავლო გადასახადი;
მოგების გადასახადი;
დამატებითი ღირებულების გადასახადი;
აქციზი;
ქონების გადასახადი;
საბაჟო გადასახადები და მოსაკრებლები;
აუდიტის მიმდინარეობისას ხორციელდება ინფორმაციის შეკრება და ანალიზი გადამხდელის შესაძლებლობების შესახებ დაბეგვრის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული აუდიტი საშუალებას გვაძლევს ობიექტურად შევაფასოთ კომპანიის ფინანსური აღრიცხვა, გადასახადების გადახდის და გაანგარიშების სისწორე. აუდიტორული შემოწმების ჩატარების დროს ჩვენ უფასო კონსულტაციას გავუწევთ თქვენს თანამშრომლებს დაბეგვრის საკითხების თაობაზე. აუდიტორული შემოწმების შედეგად თქვენ მიიღებთ:
აუდიტორულ დასკვნას;
დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციებით, ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.