Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International
აუდიტი
Audit

Сервис высокого качества наш главный приоритет

საკონსულტაციო მომსახურება

ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ კლიენტის საგადასახადო და ფინანსურ პრობლემებს, რადგან თითოეული ასეთი პრობლემის მოუგვარებლობა ნიშნავს შესაძლო ჯარიმებს, სანქციებსა და საურავებს. იმის გამო, რომ დღეს საქართველოში საკანონმდებლო ბაზა რთული და ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობრივია, კლიენტს უჭირს ცალსახა და არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება. ჩვენი გამოცდილება, რაც მდგომარეობს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კლიენტთა მომსახურებაში და გუნდური მუშაობა, დამკვეთს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს ხშირად არაორდინალური, მაგრამ არგუმენტირებული გადაწყვეტილება.

მენეჯმენტი

საბაზრო ეკონომიკა და კონკურენტული გარემო მოითხოვს  ორგანიზაციათა  ეფექტურ ფუნქციონირებას, საფინანსო მოგების უზრუნველყოფას, ხარჯების ოპტიმიზაციას, კრეატიულ განვითარებას, რომლის მიღწევაც შეუძლებელია  პროფესიონალი კადრების  გარეშე. ხშირ შემთხვევაში, მენეჯმენტის სრულფასოვან მუშაობაზეა  დამოკიდებული კომპანიის სწორი მიმართულებით განვითარება. მენეჯმენტის დაკომპლექტებისას გასათვალისწინებელია სამუშაო პირობები, ანაზღაურების სისტემა, სტუქტურა და ინტერესთა კონფლიქტი ამა თუ იმ რგოლს შორის.

მენეჯმენტის ოპტიმიზაცია აუცილებელია, რათა მინიმალური დროისა და ფინანსური დანახარჯებით, სტაბილურად და ეფექტურად განავითაროთ თქვენი ბიზნესი. „თი-ემ-სის“ გამოცდილი სპეციალისტები მუდმივი ჩართულობის რეჟიმში დაგეხმარებიან აღნიშნული საკითხის დალაგებაში.

შიდა კონტროლის სისტემის არსებობა აუცილებელი პირობაა ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისას, რათა თავიდან იქნას აცილებული ისეთი სახის შეცდომები და პრობლემები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის კომპანიის (ბიზნესის) სწორ და სტაბილურ განვითარებას. ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან შიდა კონტროლის მექანიზმების შექმნასა და დანერგვაში.

სისტემის სტრუქტურა და სუბორდინაცია  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ეფექტური მენეჯმენტის განსახორციელებლად, კერძოდ:   

- აუცილებელია შეიქმნას ერთიანი სისტემა (ფუნქცია-მოვალეობათა ერთობლიობა) მენეჯმენტის განსახორციელებლად, რომლის სტრუქტურა იმგვარად იქნება შედგენილი, რომ გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი სტრუქტურულ დანაყოფებში.

- ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანია სუბორდინაციის მკაცრად განსაზღვრული წესების შემუშავება, რათა ეფექტური გზა გამოინახოს ინფორმაციის გაცვლის, დავალებების გაცემა-მიღების და სამუშაოების ზედამხედველობის სწორი განხორციელებისათვის.

მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების გეგმის შედგენა აუცილებელია ნებისმიერი საქმის წამოწყების ან ახალი მიმართულებით განვითარების დაწყებამდე. არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი განვითარების გეგმა, ანუ მკაცრად გაწერილი მოქმედების გეგმა მცირე ან  დიდი დროის მანძილზე, რომელსაც თან ახლავს მარკეტინგული თუ სხვა სახის კვლევები, თანმდევი ხარჯები და ფინანსური ანალიზი, რომელიც მოგების მიღების ან დასახული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ასაბუთებს. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტის მიერ ასეთი დოკუმენტის შედგენის შემდგომ მოხდეს განხილვა  პარტნიორებთან და ეს დოკუმენტი იქცეს მენეჯმენტისთვის სამოქმედო დოკუმენტად კომპანიის (ბიზნესის) განვითარების გზაზე. „თი-ემ-სის“ ექსპერტები დაგეხმარებიან აღნიშნული​ გეგმის შედგენასა და განხორციელებაში.

თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა აუცილებელია ნებისმიერი მცირე თუ მსხვილი ორგანიზაციებისთვის, რათა ყველა თანამდებობის პირს განსაზღვრული ჰქონდეს მისთვის მინიჭებული უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა კომპანიის შიგნით და გარეთ (მესამე პირებთან) ურთიერთობის დროს, რათა არ მოხდეს თანამშრომლების მიერ სხვის ფუნქცია-მოვალეობებში შეჭრა ან კომპანიის იმიჯის შელახვა მესამე პირებთან ურთიერთობისას.  „თი-ემ-სის“ გამოცდილი სპეციალისტები დაგეხმარებიან აღნიშნული ინსტრუქციების შედგენაში.

მენეჯმენტის ტრენინგი კარგი საშუალებაა რათა მოხდეს სხვადასხვა ტიპის მენეჯერებისთვის თანამედროვე მმართველობითი სისტემებისა და კონტროლის მექანიზმების გაცნობა, რათა მათი საქმიანობა უფრო ეფექტური და მოქნილი გახდეს. საქმიანობის სფეროსა და მიზნიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია თქვენსავე სამუშაო ადგილზე უზრუნველვყოთ აღნიშნული ტრენინგების ორგანიზება და მენეჯმენტის კუთხით, თქვენი საქმიანობის სფეროში არსებული, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

გადასახადები

საგადასახადო რისკების განსაზღვრა აუცილებელია თავიდანვე იმ რისკებისა და პასუხისმგებლობის დადგენისათვის, რომელიც შესაძლოა დაუდგეს კომპანიას და მის მენეჯმენტს კონკრეტული სამეწარმეო და სხვა საქმიანობის განხორციელების დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო ჯარიმები, საურავები და სხვა სანქციები. ჩვენი საგადასახადო ექსპერტები უზრუნველყოფენ აღნიშნული რისკების განსაზღვრასა და შეფასებას.

​გადასახადების გადახდის სისტემის დანერგვა ხდება ზემოთ აღნიშნული რისკების გათვალისწინებით და საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობით. სისტემა ითვალისწინებს ღონისძიებათა ერთობლიობას, რათა სწორად და დროულად მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების დათვლა და კანონით განსაზღვრულ დროში  ბიუჯეტთან ანგარიშსწორება. „თი-ემ-სი“ დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური სისტემა, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობები სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებთან.

გადასახადების ოპტიმიზაცია ითვალისწინებს სამეწარმეო საქმიანობისას აღრიცხვიანობის წარმოებას, როდესაც გამოირიცხება ორმაგი დაბეგვრის, ან სახელმწიფო გადასახადის ზედმეტად გადახდის, ან დროზე ადრე/გვიან გადახდის შესაძლებლობა, რომ პრობლემა არ შეექმნას თქვენს საქმიანობას. შედეგად თქვენ გადაიხდით მინიმალური მოცულობის სახელმწიფო გადასახადს, რასაც ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსი. 

სისტემის საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ თქვენ არ შეგექმნათ პრობლემები სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებთან და გადასახადების დათვლა და ბიუჯეტში მიმართვა განხორციელდეს ზუსტად იმგვარად, როგორც ამას ითვალისწინებს ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობა. სასურველია ყველა ზემოთ მოყვანილი საკითხების ერთობლიობაში მოგვარება შემდგომი გაუგებრობებისა და პრობლემების აცილების მიზნით.

ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ და კანონმდებლობასთან სრულყოფაში მოვიყვანოთ თქვენი გადასახადების გადახდის სისტემა