რატომ არის აუცილებლი ხელშეკრულება საქმიან ურთიერთობაში?

4 მაისი, 2023 by
რატომ არის აუცილებლი ხელშეკრულება საქმიან ურთიერთობაში?
Audit company TMC

ხელშეკრულება ნებისმიერი საქმიანი ურთიერთობის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. ხელშეკრულების მთავარი ფუნქციაა, განისაზღვროს ურთიერთობის დროს მხარეების უფლება-მოვალეობები, თანამშრომლობის წესები და პირობები, პრევენცია მოახდინოს შესაძლო რისკების და დაცული იყოს მხარეთა ინტერესები. ამიტომაცაა აუცილებელი ნებისმიერ საქმიანი ურთიერთობაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე იურისტის ჩართვა. 

მიუხედავდ იმისა, რომ თეორიულად, ყველა ვთანხმდებით, რამდენად საჭირო და აუცილებელია ხელშეკრულების არსებობა საქმიან ურთიერთობაში, სამწუხაროდ, დღემდე, არაერთი კომპანია მის გარეშე აწარმოებს საქმიან ურთიერთობებს. ამიტომ, მოდით, კარგად გავერკვეთ ხელშეკრულების არსსში და მის მნიშვნელობაში. 


რა არის ხელშეკრულება ?

ხელშეკრულება არის იურიდიული შეთანხმება ორ ან მეტ მხარეს შორის. ხელმოწერის შემდეგ, იგი ქმნის დაპირებას, რომ გარკვეული უფლებები და ვალდებულებები შესრულდება თითოეული მხარის მიერ.

4 მიზეზი რატომ არის აუცილებელი ხელშეკრულება საქმიან ურთიერთობაში?

ხელშეკრულება ის ფუნდამენტია, რომელზეც შენდება საქმაინი ურთიერთობა და რომელზეც, შეიძლება ითქვას, დამოკიდებულია მისი განვითარება.

4 მთავარი მიზეზია, რატომ გვჭირდება აუცილებლად საქმიანი ურთიერთობა დავიწყოთ ხელშეკრულების დადებით.

  1. ხელშეკრულება იცავს თქვენს ულფებებსა და ინტერესებს საქმიანი ურთიერთობის დროს
    ხელშეკრულება, წარმოადგენს ხელმომწერი მხარეების უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის სანდო ჩანაწერს. ეფექტური ხელშეკრულება დეტალურად აღწერს, თუ რა მოვალეობები აქვს თითოეულ მხარეს ერთმანეთის მიმართ, როგორ უნდა შესრულდეს ისინი, რის მიხედვით შეფასდება და როდის. იურისტი, ხელშეკრულების დამუშავების დროს, ყოველთვის ცდილობს, კანონმდებლობის ფარგლებში, ჩადოს ისეთი პირობები, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს თქვენს ინტერესებს, თავიდან აგარიდებთ ზედმეტ პასუხიმგებლობასა და ვალდებულებებს და იქნებით თანაბარ პირობებში მეორე მხარესთან.
  2. ხელშეკრულება ამცირებს უთანხოებებისა და დავების რისკს
    საქმიან ურთიერთობაში, ხელშეკრულებით მხარეები თავიდანვე განსაზღვრავენ ურთიერთობის საგანს, შესაბამისად, თანხმდებიან პირობებზე და ხელმოწერით გამოთქვამენ მათი კეთილსინდისიერად დაცვის მზაობას. ამიტომ ხელშეკრულება ყველაზე ეფექტური საშუალებაა, მომავალში, კონფლიქტებისა და დავების თავიდან ასაცილებლად.
  3. ხელშეკრულება არეგულირებს ანაზღაურების საკითხებს
    ხელშეკრულების კიდევ ერთი მიზანია ანგარიშწორების დეტალების განსაზღვრა და დაცვა. როდესაც TMC სხვადასხვა კომპანიას უწევს მომსახურებას, ხელშეკრულებაში ყოველთვის დეტალურად არის გაწერილი შემდეგი საკითხები:
    • გადასახდელი თანხის ზუსტი ოდენობა
    • ანგარიშსწორების ეტაპები
    • ანგარიშსწორების მეთოდი – უნაღდო თუ ნაღდი
    • ანგარიშსწორების პირობების დარღვევის შედეგები
    • როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულებაში, ასევე, დეტალურადაა გაწერილი, ის სამუშაოები, რომლებიც მომსახურე კომპანიამ უნდა გაწიოს ანაზღაურების სანაცვლოდ. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულება ერთგვარი გარანტიაა, რომ დაცული იქნება თქვენი ბიზნესის უფლები და ინტერესები ანგარიშწორების დროს.
  4. ხელშეკრულება კონფიდენციალურობის გარანტიაა
    ხშირად, საქმიანი ურთიერთობა მოითხოვს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას, ამიტომ ხელშეკრულების დამუშავების დროს, კვალიფიციური იურისტი აუცილებოლად ითვალსიწინებს კონფიდენციალურობის პირობებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც დაეკისრება მხარეს მისი დარვევის შემთხვევაში. თუ თქვენი საქმიანი ურთიერთობის დროს გიწევთ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა მეორე მხარისთვის, დარწმუნდით, რომ ხელშეკრულებით, მის მიერ ამ ინფორმაციის დამუშვების პირობები დაცულია.

ნებისმიერი მოცულობისა და ტიპის ორგანიზაციისთვის ერთი ხელშეკრულებაც კი შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს საქმიანობის სამომავლო განვითარებისთვის. ნუ დადებთ შეთანხმებას პროფესიონალურად შემუშავებული ხელშეკრულების გარეშე. რეკომენდაციებისთვის ან ხელშეკრულების დამუშავებაში დასახმარებლად, შეგიძლიათ, ჩვენს იურისტებთან გაიაროთ კონსულტაცია.

გააზიარეთ ბლოგი