რატომ არის აუცილებელი ბიზნესისთვის იურისტის მომსახურება?

21 თებერვალი, 2024 by
რატომ არის აუცილებელი ბიზნესისთვის იურისტის მომსახურება?
Audit company TMC

ბიზნესის უპირველესი ამოცანაა საქმიანობა სრულად შესაბამისობაში იყოს საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან. სწორედ ამიტომ, სანამ საქმინობის დაწყებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია კვალიფიციურ იურისტთან რათა დარწმუნდეთ, რომ ბიზნესის დაწყებისთანავე წინააღდმეგობაში არ მოხვალთ კანონთან.

არ არსებობს ბიზნესი, რომელიც არ საჭიროებს იურიდიულ მომსახურებას, თუმცა, სამწუხაროდ დღემდე უამრავი კომპანიაა, რომელიც ამ მომსახურებით არ სარგებლობს, უფრო მეტიც, ხარჯების დაზოგვის მიზნით, ხშირად იურისტის საქმიანობას სხვა პროფესიისა და თანმდებობის პირებიც კი ითავსებენ, რაც ბუნებრივია, მცდარი მიდგომაა, ვინაიდან იურისპრუდენცია ფართო სფეროა უამრავი ნიუანსით, რომელთა გათვალსიწინებაც მხოლოდ იურისტს შეუძლია. 


რატომ უნდა ჰყავდეს ბიზნესს იურისტი?

იურისტი ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პირია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად შეესაბამება ბიზნეს პროცესები და ზოგადად საქმიანობა, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და მუშაობს იმისთვის, რომ მოქმდი სამართლის ნორმების გამოყენებით, დაეხმაროს ბიზნესს სწორად ფუნქციონირებაში.

  • იურისტი სამართლებრივ ჭრილში გეგმავს და წარმართავს კომპანიის საქმიანობას იმგვარად, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს კომპანიის ინტერესები.

ხელშეკრულებები, შეთანხმებები და სხვა მსგავსი სამართლებრივი დოკუმენტები ის მნიშვნელოვანი იურიდიული დოკუმენტაციაა, რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ტიპის ბიზნეს ურთიერთობების, ტრანზაქციების, ანაზღაურებისა და ა.შ. წესებსა და პირობებს. ასეთი ტიპის დოკუმენტაციის შედგენისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია კვალიფიცური იურისტის ჩართულობა, რათა მინიმუმამდე იყოს შემცირებული ყველა სამართლებრივი რისკი და დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები. ამის კომპეტენცია კი მხოლოდ იურისტს აქვს.

  • საქმიანი მოლაპრაკებების დროს იურისტი აზღვევს ბიზნესს არასწორი გადაწყვეტილებების მიღებისგან

ადგილობრივ თუ საერთაშორისო კომპანიებთან, პარტნიორებთან ურთიერთობის დროს, ბიზნესის გაფართოვებისა თუ ახალი პროექტების დაწყების წინ მოლაპარაკების მაგიდაზე იურისტს სათანადო ადგილი უნდა ეკავოს. იურისტმა უნდა გაანალიზოს ყველა შესაძლო რისკი, განსაზღვროს რა სამართლებრივ პროცესებთან ექნება საქმე ბიზნესს, შეაფასოს რამდენად შეესაბამება შეთანხმების პირობები კანონმდებლობას და როგორ აირიდოს თავიდან შესაძლო ბარიერები და ხარვეზები. ამას კონკრეტული პროექტისა და ზოგადად ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

  • იურისტი იცავს ბიზნესის ინტერესებს სასამართლოში ან სხვა სახელმწიფო ორგანოებში

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესს სამართლებრივი დავა აქვს სხვა პირთან, ბიზნეს სუბიექტთან ან/და სახელმწიფოსთან, იურისტი თქვენი ინტერესების დამცველია სასამართლოში, არბიტრაჟში, მედიაციასა და სხვა ნებისმიერ ორგანოებში.

გარდა სამართლებრივი დავებისა, იურისტი უზრუნვეყოფს ბიზნეს პროცესებისთვის ყველა საჭირო პროცედურას სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში: საჯარო რეესტრში, მერიაში, გამგეობებში და სხვა ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. კოორდინირებას უწევს ნოტარიუსთან თანამშრომლობას, ბიზნესის წარმომადგენელია ბანკებთან ურთიერთობის დროს, იცავს ბიზნესის ინტერესებს ინტელექტუალური და საავტორო უფლებების საკითხებშიც და ჩართულია ნებისმიერ სხვა ორგანოებთან კომპანიის წარმომადგენლობის პროცესში

რა არ უნდა გააკეთოს ბიზნესმა იურისტის გარეშე?

როგორც აღვნიშნეთ, დღეს უამრავი კომპანიაა, რომელიც იურისტის გარეშე საქმიანობს ან მის მოვალეობებს სხვა პროფესიისა თუ თანამდებობის პირს უთავსებს. ეს კი შესაძლოა გამოუსწორებელი პრობლემების მიზეზი გახდეს.

მსგავს უსიამოვნებებს თავი რომ აარიდოთ, გირჩევთ, რა არ უნდა გააკეთოთ იურისტის გარეშე:

  1. არ შეადგინოთ ხელშეკრულებები, კონტრაქტები, შეთანხმებები, მიღება-ჩაბარებები და ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი იურისტის გარეშე. არაკომპენტენტურად შედგენილმა დოკუმენტებმა , შესაძლოა, დიდ გაუგებრობასა და ფინანსურ ვალდებულებებამდე მიგიყვანოთ
  2. არ ისარგბელოთ შაბლონური დოკუმენტებით - კომპანიები ხშირად იყენებენ ინტერნეტში მოძიებულ სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების, შეთანხმების და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტს ან ძველის შაბლონებს. არ გამოიყენოთ ისინი იურისტთან შეთანხმების გარეშე. შესაძლოა, აღმოჩნდეს, რომ სრულიად სხვა, შეუსაბამო პირობებზე მოგიწიოთ ხელის მოწერა, რომელიც ეწინააღმდეგება ბიზნესის ინტერესებს.
  3. არ დაიწყოთ ბიზნესი იურისტთან კონსულტაციის გარეშე - შესაძლოა, თქვენი საქმიანობის ტიპიდან გამომდინარე არსებობდეს სხვადასხვა სახის რეგულაცია, რაც მოითხოვს სამართლებრივი პროცედურების დაცვას. ამ პირობების გაუთვალსიწინებლობით, შესაძლოა, დაგეკისროთ საურავები ან ჯარიმები. ამასთან, ბიზნესის დარეგისტირებამდე სწორად უნდა განისაზღვროს მეწარმე სუბიექტის სახე (ინდ. მეწარმე, შპს და სხვა). თითოეულს სხვადასხვა საკანონმდებლო ვალდებულება აქვს, რომლის გარკვევაშიც სწორედ იურისტი დაგეხმარებათ.
  4. ​არ მოაწეროთ არანაირ ხელშეკრულებას, შეთანხმებას, მემორანდუმს ხელი იურისტთან კონსულტაციის გარეშე - ისინი შეიძლება, შეიცავდეს ისეთი ტიპის სამართლებრივ ტერმინოლოგიებს, დეტალებს, პირობებს, რაც ბუნდოვანია თქვენთვის ან არ გქონდეთ ინფორმაცია მათ სამართლებრივ შედეგებზე.

კომპეტენტური იურისტის შესარჩევად მზა რეცეპტები არ არსებობს, საუკეთესო გზა მასთან პირისპირ შეხვედრაა. თუ იურისტი გჭირდება, დაჯავშნე შეხვედრა და გაიარე იურიდიული კონსულტაცია

გააზიარეთ ბლოგი