რას ნიშნავს Cash flow – ფულადი ნაკადების ანგარიში?

3 მაისი, 2023 by
რას ნიშნავს Cash flow – ფულადი ნაკადების ანგარიში?
Audit company TMC

Cash flow იგივე ფულადი ნაკადების ანგარიშგება, ფინანსური ანგარიშგების ფორმაა, რომელიც იძლევა ინფორმაციას, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, საწარმოში ფულადი სახსრების შემოსვლისა და გასვალის შესახებ. ეს არის ბიზნესის ფინანსური სიჯანსაღის მნიშვნელოვანი საზომი. ის მიუთითებს, აქვს თუ არა კომპანიას საკმარისი ნაღდი ფული გადასახადებისა და ხარჯების გასაწევად. Cash Flow- ს სწორად წარმოებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის, ამიტომ ფინანსებში მაღალ კომპეტენციას მოითხოვს.


რისთვისაა საჭირო ფულადი ნაკადების წარმოება?

საწარმოს მიერ მიღებული მოგება და ფულადი სახსრები, როგორც წესი, ერთმანეთს არ ემთხვევა. სავსებით შესაძლებელია, საწარმომ საანგარიშგებო წელი დაამთავროს დიდი მოგებით, მაგრამ ჰქონდეს ცოტა ფული. ამასთან, უდავოა, რომ ფული სამეურნეო საქმიანობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან ფულის საშუალებით ხდება ხელფასების გადახდა, კრედიტორული დავალიანების დაფარვა, ხარჯების ანაზღაურება და სხვა. შესაბამისად, საწარმოს მართვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს ფულადი სახსრების მოძრაობას.

ასეთი ინფორმაცია შესაძლებლობას იძლევა:

  • შეფასდეს საწარმოს მოკლე და გრძელვადიანი გადახდისუნარიანობა;
  • დადგინდეს, შეძლებს თუ არა საწარმო კრედიტებისა და დივიდენდების გადახდას;
  • განისაზღვროს საწარმოს მოთხოვნები დამატებით დაფინანსებაზე;
  • მოხდეს მომავალი პერიოდის ფულადი ნაკადების პროგნოზირება;
  • გაირკვეს წმინდა მოგებასა (ან ზარალსა) და ფულადი სახსრების წმინდა მატებას (ან კლებას) შორის განსხვავების მიზეზი.

ყველა საწარმოს, ბიზნესს ფულადი ნაკადები შეიძლება ორი სახით დაჯგუფდეს:

  1. საწარმოში შემოდინება: ბიზნესის მიერ მიღებული ნაღდი ფული გაყიდვების, სესხების, ინვესტიციების და სხვა წყაროების მეშვეობით.
  2. საწარმოდან გადინება: ფულადი სახსრები, რომელსაც იხდის ბიზნესი ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ქირა, ხელფასები, ნედლეული, გადასახადები და დავალიანების დაფარვა.

იხილეთ Cash flow-ს ნიმუში

არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ფულადი ნაკადები:

  • პოზიტიური ფულადი ნაკადი ნიშნავს, რომ ბიზნესს უფრო მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე გასავალი. ეს სიჯანსაღის ნიშანია, რადგან მიუთითებს, რომ ბიზნესს აქვს საკმარისი ფული, რომ დაფაროს თავისი ხარჯები და ინვესტირება მოახდინოს ზრდის შესაძლებლობებში. 
  • ნეგატიური ფულადი ნაკადი ნიშნავს, რომ ბიზნესი ხარჯავს უფრო მეტ ფულს, ვიდრე გამოიმუშავებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სირთულეები, თუ ის გაგრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

ფულადი ნაკადების გაგება და მართვა აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის, განურჩევლად მისი ზომისა თუ ინდუსტრიისა, რათა უზრუნველყოს მისი ფინანსური სტაბილურობა და გრძელვადიანი წარმატება. თუ თქვენი ბიზნესის ფულადი ნაკადების ანგარიშგების მონიტორინგი ან გარკვეული ხარვეზების გამოსწორება გჭირდებათ, გირჩევთ, რაც შეიძლება მალე გაიაროთ კონსულტაციები ფინანსისტებთან ან მიმართოთ ისეთი მაღალი კომპენტეციის მენეჯერებთან, როგორსაც გთავაზობენ TMC-ის Prime მომსახურების მენეჯერები.


გააზიარეთ ბლოგი