დამწყები მეწარმეების მიერ დაშვებული შეცდომები

რა არ უნდა გააკეთოს მეწარმემ?
2 ოქტომბერი, 2023 by
დამწყები მეწარმეების მიერ  დაშვებული შეცდომები
Audit company TMC

ამბობენ,შეცდომები საუკეთესო მასწავლებელიაო, იმასაც ამბობენ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობსო, მე თუ მკითხავთ, ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც ორივე უნდა გამოსცადო, მაგრამ კიდევ უფრო მარტივადაა საქმე, როცა სტარტაპი ან დამწყები ბიზნესი გაქვს და სხვისი შეცდომების გაანალიზებით რჩევებს იღებ. ისღა დაგრჩენია გაიგო და აღარასდროს გაიმეორო.


რა არ უნდა გააკეთოს დამწყებმა მეწარმემ?

თუ სამეწარმეო საქმიანობაში ხარ ჩართული ან მომავალში აპირებ ბიზნესის კეთებას, ამ სტატიაში გაიგებ იმ შეცდომების შესახებ, რომელსაც მეწარმეები ყველაზე ხშირად უშვებენ

   1. არ დახარჯოთ ბიზნესის ფული პირადი მიზნებისთვის

ხშირად დამფუძნებლები კომპანიის ფულს პირადი მიზნებისთვის ხარჯავენ კომპანიის ბიზნეს ბარათით. მნიშვნელოვანია, რომ, როგორც დამფუძნებელმა, თანხა მიიღოთ დივიდენდის კაპიტალის ან/და სესხის სახით.

   2. არ დაიწყოთ საქმიანობა ბუღალტრის გარეშე

ხშირად დამწყები მეწარმეები საქმიანობის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იწყებენ ბუღალტერთან თანამშრომლობას და საბუღალტრო საქმიანობას დაწყებას, რაც ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან ბუღალტერის გარეშე ფინანსური აღრიცხვა დიდი რისკია. ბუღალტერი უნდა აიყვანოთ საქმიანობის დაწყებისთანავე.

   3. არ გააკეთოთ ეკონომია პროგრამულ უზრუნველყოფაზე

ხარჯების დაზოგვის მიზნით, კომპანიები ძალიან ხშირად უარს ამბობენ შიდა პროგრამის დანერგვაზე. განსაკუთრებით ეს წარმოების და სავაჭრო ინდუსტრიებს სჭირდება. მაგ: კაფე/რესტორანი ვერ აწარმოებს გამართულ და ხარისხიან ბუღალტრულ აღრიცხვას სპეციალური საწარმოო პროგრამის გარეშე. სავაჭრო ობიექტები (მაღაზიები) ვერ გააკონტროლებენ საქონლის ნაშთებს სპეციალური სასაწყობე პროგრამის გარეშე.

   4. არ დატოვოთ ბუღალტერი ინფორმაციის გარეშე

ამა თუ იმ მიზეზით, ხშირად, მენეჯმენტი ბუღალტერს დროულად არ აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას კომპანიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მაგალითად: შეიძლება, კომპანიამ აიღოს სესხი, ან/და დადოს გარიგება, ეს ინფორმაცია კი ბუღალტერიას მიაწოდონ წლის ბოლოს, რაც, თავისთავად, ქმნის არასწორ ფინანსურ სურათს საწარმოს შესახებ. რიგ შემთხვევაში ეს საგადასახადო რისკებთანაც არის დაკავშირებული.


ბიზნესის მიმართ დასაწყისშივე თქვენი სწორი დამოკიდებულება უამრავ დაბრკოლებასა და ფინანსურ დანახარჯებს აგარიდებთ. გახსოვდეთ, საბუღალტრო პროცესების გამართული ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის, ამიტომ თქვენ გარშემო ამ საქმეში პროფესიონალი ადამიანები შემოიკრიბეთ.

გააზიარეთ ბლოგი