ბუღალტერი vs საბუღალტრო კომპანია

რა უპირატესობა აქვს საბუღალტრო კომპანიასთან თანამშრომლობას?
9 მაისი, 2024 by
ბუღალტერი vs საბუღალტრო კომპანია
Audit company TMC

ნებისმიერი ბიზნესის სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის გამართული ბუღალტერიის წარმოება აუცილებელი პირობაა. ამისთვის კი პროფესიონალი ბუღალტერის მომსახურება გჭირდება. ამ მხრივ ბაზარზე არჩევანი დიდია - შეგიძლია, კერძო ბუღალტერის მომსახურებით ისარგებლო, შიდა კადრი აიყვანო, ან საბუღალტრო კომპანიას მიმართო.

თუმცა, სანამ არჩევანს გააკეთებ, უნდა იცოდე თითოეულის უპირატესობა. ამ სტატიაში ნახავ, როგორ უნდა შეარჩიო ბუღალტერი ისე, რომ მიიღო პროფესიონალური მომსახურება მინიმალური დანახარჯებით.

პირველ რიგში, გავარკვიოთ რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს კერძო ბუღალტერს, შიდა კადრსა და საბუღალტრო კომპანიის მიერ გაწეულ მომსახურებებს.


კერძო ბუღალტერი ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა ბიუჯეტური იყოს, თუმცა მონიტორინგის ნაკლები შესაძლებლობაა

კერძო ბუღალტერს ერთი უპირატესობა აქვს - მომსახურების ღირებულება შედარებით დაბალია და ამის გამო მცირე ბიზნესისთვის მიმზიდველია, თუმცა აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი:

  1. კერძო ბუღალტრებს, როგორც წესი, არ აქვთ პროფესიული საქმინობის დაზღვევა, რითიც კომპანია დაცული იქნება შეცდომით გამოწვეული ზარალისგან;
  2. მათ მიერ გაწეული საქმინობის მონიტორინგის შესაძლებლობა ნაკლებია. შესაბამისად, დამსაქმებელი ვერ იღებს გარანტიას, რომ ბუღალტრის მიერ გაწეული საქმიანობა სრულ შესაბამისობაშია კანონთან და არ მოუწევს დამატებითი საურავებისა და ჯარიმების გადახდა
  3. საბუღალტრო საქმე მუდმივად მოითხოვს კვალიფიკაციის ამაღლებას, კომპეტენციის ზრდას, ამის გარანტიას კი კერძო ბუღალტერი ვერ იძლევა

შიდა კადრი კომფორტულია, თუმცა კომპანიისთვის მეტ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული

შიდა კადრის მთავარი უპირატესობა მის ხელმისაწვომობაშია - ბუღალტერს ოფისში გამოყოფილი აქვს სამუშაო სივრცე და უფრო მარტივია მენეჯმენტისთვის მასთან მუშაობა, თუმცა სანამ ბუღალტრის სრული განაკვეთით დაქირავებას გადაწყვეტთ 3 რამ უნდა გაითვალსიწინოთ:

  1. დამატებითი კადრი კომპანიაში დამატებით ხარჯს უდრის: უნდა იცოდეთ, რომ გარდა ხელფასისა , მისთვის საჭირო იქნება კომპიუტერი, მაგიდა, საკანცელარიო ნივთები, რაც დამატებითი ხარჯია კომპანიისთვის;
  2. კერძო ბუღალტრის მსგავსად, შიდა კადრის შემთხვევაშიც ნაკლებია მონიტორინგის შესაძლებლობა: უმეტეს შემთხვევებში, კომპანიებს უწევს შიდა აუდიტის ჩატარება იმისთვის, რომ დარწმუნდნენ რამდენად, შეესაბამება ფინანსური და ბუღალტრული სამუშაოები კანონმდებლობას;
  3. დამსაქმებელს უწევს ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, რაც დამატებითი ხარჯია

საბუღალტრო (აუთსორს) კომპანიასთან დაზღვეული ხარ შეცდომებისგან და ამცირებ ზედმეტ ხარჯს

საბუღალტრო კომპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს კერძო ბუღალტერსა და შიდა კადრთან შედარებით:

  1. საბუღალტრო კომპანიის ბუღალტრის მიერ წარმოებული საქმე მოწმდება 3 დონეზე, რითიც მინიმუმამდეა შემცირებული შეცდომის რისკი;
  2. დამკვეთს არ უწევს ზრუნვა ბუღალტრის კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამ მხრივ მშვიდადაა, რადგან მომსახურე საბუღალტრო კომპანია იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს კვალიფიციური მომსახურება დაკვეთისთვის;
  3. კომპანია თავისუფალია საოფისე ხარჯებისგან, რომელიც უნდა გაეღო შიდა კადრისთვის. ის იხდის მხოლოდ მომსახურების ღირებულებას;
  4. საბუღალტრო კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სრულყოფილი ბუღალტრული მომსახურება გაუწიოს დამკვეთს საჭიროებისამებრ, რისი კომპეტენციაც შესაძლოა არ ჰქონდეს შიდა კადრს და ბიზნესს მოუწიოს ამისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფა.

შესაძლოა, ბიზნესისთვის ყოველთვიური ხარჯი კერძო ბუღალტრის შემთხვევაში უფრო მისაღები იყოს, მაგრამ მთლიანობაში, საბუღალტრო კომპანიის მომსახურება უფრო უსაფრთხო და მომგებიანი აღმოჩნდეს.

მენეჯმენტის ამოცანაა, კარგად შეაფასოს ყველა ეს რისკი, დანახაჯი, უპირატესობა და ბიზნესისთვის სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. კარგად გააანალიზოს კონკრეტულად რა სერვისი სჭირდება და რამდენად კვალიფიციურად შეძლებს მის მიერ არჩეული ბუღალტერი ან კომპანია ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას.

საბუღალტრო კომპანიის შერჩევამდე, უმჯობესია მათთან წინასწარი კონსულტაცია გაიაროთ და დარწმუნდეთ გადაწყვეტილების სისწორეში ან წინასწარ გაიგოთ რა დაგიჯდებათ ეს მომსახურება.

გააზიარეთ ბლოგი