წარმატებული ბიზნესის კეთება იმაზე რთული და შრომატევადია, ვიდრე ბევრს ჰგონია. უამრავი ენთუზიასტის მთავარი შეცდომა ისაა, რომ სწორად არ აფასებს ბიზნესის კეთების სირთულეს და გაანალიზებული, სწორად დაგეგმილი არ აქვს, მინიმუმ, სასტარტო პროცესები მაინც. ამიტომ, მცირე გამონაკლისების გარდა, უმრავლესობა დიდი იმედგაცრულების წინაშე დგება. როგორი ტიპის ბიზნესიც უნდა გქონდეთ, ეს 9 რჩევა დაგეხმარებათ, გაიგოთ როგორი უნდა იყოს წარმატებული მეწარმე, რომ შეძლოთ სირთულეებთან გამკლავება და საქმიანობის ეფექტური განვითარება.
9 რჩევა - როგორი უნდა იყოს წარმატებული მეწარმე
- იყავით ორგანიზებული
ბიზნესში წარმატების მისაღწევად საჭიროა, იყოთ ორგანიზებული, რაც დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ მთავარ საკითხებზე და დროულად შეასრულოთ თითოეული დავალება. ორგანიზების კარგი გზაა ყოველდღიური სამუშაოების სიის შექმნა და დედლაინების გაწერა, შესრულებული სამუშაოებისა და პრობლემური საკითხების მონიშვნა და ა.შ. პროცესის გასამარტივებლად, უმჯობესია, ისარგებლოთ სპეციალური აპლიკაციებით, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში უფასოდაა ხელმისაწვდომი. ამ გზით ყოველთვის შეძლებთ თვალი მიადევნოთ სამუშაოს პროგრესს და დროულად მოახერხოთ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებ. ამასთან, ეტაპობრივად გამოიმუშავებთ ორგანიზებულობის უნარს. - შეაფასეთ რისკები და შესაძლებლობები
წარმატების გასაღები არის რისკების წინასწაფრ განსაზღვრაში, რათა გაითვალისიწინოთ სამომავლოდ, მინიმუმამდე შეამციროთ ისინი და აქციო რისკი ახალ შესაძლებლობად. - ისწავლეთ კონკურენტებისგან
ჯანსაღი კონკურენტული გარემო არის საუკეთესო საშუალება სწავლისა და განვითარებისთვის. იმისათვის, რომ იყოთ წარმატებული, არ უნდა შეგეშინდეთ კონკურენციის, არ უნდა მოგერიდოთ მათგან სწავლის. რაც უნდა რთული გასააზრებელი იყოს, ისინი შეიძლება თქვენზე უკეთე აკეთებენ საქმეს. მიიღე ეს ინფორმაცია, შეაფასე ობიექტურად და შეეცადე მიიღო გაკვეთილად. კონკურენტების შეფასებისთვის, რა თქმა უნდა იდეალურია, თუ შეგიძლიათ კონკურენტული კვლევისა და ანალიზის გაკეთება, რაც დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, მაგრამ უფრო მარტივი გამოსავალიც შეიძლება იპოვოთ, დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე. მაგალითად, თუ თქვენ ხართ რესტორნის მფლობელი, შეგიძლიათ, უბრალოდ ისადილოთ თქვენი კონკურენტის რესტორანში, ჰკითხოთ სხვა მომხმარებლებს რას ფიქრობენ და ამ გზით მიიღოთ ინფორმაცია. მაგრამ თუ ისეთ სფეროში მოღვაწეობთ, რომლის კონკურენტული ანალიზი უფრო მეტ პროფესიონალიზმს მოითხოვს, გირჩევთ დარგის ექსპერტებს მიმართოთ. - იყავით კრეტიული
ყოველთვის ეძებეთ ახალი გზები და შესაძლებლობები თქვენი ბიზნესის გასაუმჯობესებლად. შეეცადეთ თქვენს საქმეს მეტი ორიგინალურობა შესძინოთ, რითაც შეძლებთ გამოირჩეოდეთ კონკურენტებისგან. იყავით ღია ახალი იდეებისა და მიდგომებისადმი, იყავით ორიგინალურები და ზოგჯერ გარისკეთ. მაგალითად Amazon, რომელიც წიგნების ონლაინ პლატფორმიდან ელექტორნული კომერციის გიგანტად იქცა. როგორ მოახერხეს? ჯეფ ბეზოსმა შეძლო დროულად გაეანალიზებინა ელექტორნული კომერციის ახალი შესაძლებლობები და საქმეს განსხვავებულად მიუდგა: შექმნა 20 პროდუქტის სია, რომელთა გაყიდვაც შესაძლებელი იყო ონლაინ. მან შეამცირა სია ხუთ ყველაზე პერსპექტიულ პროდუქტად, რომელიც მოიცავდა: კომპაქტ დისკებს, კომპიუტერულ აპარატურას, კომპიუტერული პროგრამულ უზრუნველყოფას, ვიდეოებს და წიგნებს. ბეზოსმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ წიგნები ონლაინ გაეყიდა მსოფლიოში ლიტერატურაზე დიდი მოთხოვნის და დაბალი ფასის გამო. სად არის დღეს ამაზონი, ყველამ კარგად ვიცით. - იყავი მობილიზებული
ანდაზა “რომი ერთ დღეში არ აშენებულა” ამ პუნქტისთვის ყველაზე შესაფერისია. დაიწყოთ ბიზნესი, არ ნიშნავს, დაუყოვნებლივ დაიწყებთ ფულის გამომუშავებას. დროა საჭირო იმისთვის, რომ გაგიცნოთ ხალხმა, გამოსცადოს თქვენი სერვისი ან მომსახურება, შემოიკრიბოთ ლოიალური მომხარებლები და მიიღოთ სტაბილური შემოსავალი. ამიტომ ორიენტირდით მოკლევადიან გეგმებზე. - მზად იყავით „მსხვერპლისთვის“
ბიზნესის კეთება რთული საქმეა, რომელიც, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, თქვენს მთლიან დროსა და ენერგიას მოითხოვს. მზად იყავით იმისთვის, რომ ნაკლებ დროს გაატარებთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, რომ არ გექნებათ უქმე დღეები. წარმატებული ბიზნესი თქვენგან დიდი მსხვერპლს მოითხოვს, თუმცა გახსოვდეთ, რომ შრომას ყოველთვის აქვს შედეგი. - იზრუნეთ ხარისხის მუდმივ გაუმჯობესება
შეიძლება საქმეში ჩადოთ უზარმაზარი დრო, ენერგია, ფული, აწარმოოთ ძვირადღირებული მარკეტინგული კამპანიები, მაგრამ ხარისხი არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი ბიზნესის წარმატება. დღევანდელ ჰიპერკონკურენტულ გარემოში ხშირად წარმატებული და წარუმატებელი ბიზნესის მთავარი განმასხვავებელი სწორედ მომსახურების ხარისხია. - იყავით თანმიმდევრული
თანმიმდევრულობა ბიზნესში ფულის გამომუშავების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. თქვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად უნდა შეასრულოთ ყველა ის აუცილებელი სამუშაო, რომელიც დაგეხმარებათ წინსვლაში. ნუ შეეჭიდებით ყველაფერს ერთდროულად, კონცენტრირდით მოკლევადიან გეგმებზე და ეტაპობრივად განავითარეთ ბიზნესი. ეს შექმნის გრძელვადიან დადებით ჩვევებს, რომლებიც დაგეხმარებათ შემოსავლების ზრდაში. - ყოველთვის წესრიგში გქონდეთ იურიდიული და საგადასახადო საკითხები
ნებისმიერი ბიზნესი განწირულია კრახისთვის, თუ ის არ აკმაყოფილებს ქვეყნის საგადასახადო და სამართლებრივ რეგულაციებს. ყოველთვის სწორად აწარმოეთ ბუღალტერია გაიარეთ კონსულტაციები სპეციალისტებთან გადასახადების ოპტიმიზაციისთვის, და გარიგებები დადეთ მხოლოდ იურისტთან შეთანხმებით.
და ბოლოს, რასაც უნდა აკეთებდეთ, ყოველთვის იზრუნეთ თქვენს სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და ცოდნის გაღმავებზე. თუნდაც ისეთ ბლოგებში, როგორიც ეს სტატიაა, მიუხედავად ზოგადი რჩევებისა, ყოველთვის შეგიძლიათ ამოიკითხოთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია.