თუ თქვენი ბიზნესი ნელ-ნელა წინ მიიწევს, გაყიდვებითა და შემოსავლებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ხართ, მაგრამ დაუსრულებელ სავალდებულო დოკუმენტებთან, გადასახადებთან და საბუღალტრო საქმიანობასთან გამკლავება გიჭირთ, ნუ დაიბნევით, ამ სტატიაში ჩვენ 8 საბუღალტრო რჩევას მოგცემთ, რომელიც დაგეხმარებათ, წარმატებით გაართვათ თავი საბუღალტრო პროცესებს.
რა არის ბუღალტერია?
სანამ საქმეზე გადავალთ, ჯერ კარგად გავარკვიოთ რა არის ბუღალტერია და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი საბუღალტრო პროცესების სწორად მართვა?
ბუღალტერია არის ბიზნესის ფინანსური მონაცემების შეკრებისა და გამოსახვის პროცესი. იგი გამოიყენება კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და სიჯანსაღის გასაანალიზებლად, ოპერაციების მონიტორინგისთვის. სწორად ნაწარმოები ბუღალტერია ბიზნესს ეხმარება სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში, როგორიც არის გაფართოება, სხვადასხვა დამატებითი ინვესტიციის მოძიება და ა.შ.
8 საბუღალტრო რჩევა დამწყები მეწარმეებისთვის
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი საქმიანობის საბუღალტრო პროცესები სწორად წარმართოთ?
1. ერთმანეთისგან გამიჯნეთ ბიზნესის და პირადი ანგარიშები.
გამოიყენეთ კომპანიის საბანკო ანგარიში, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები გამოწვეული პირადი სახსრებისა და ბიზნეს ტრანზაქციების შერევით. სახსრების განცალკევება აადვილებს ბიზნესის ხარჯების გაანალიზებას, ამასთან ხელს უწყობს კომპანიაში დაუსაბუთებელი ხარჯების შემცირებას და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვას.
2. აუცილებლად ისარგებლეთ საბუღალტრო პროგრამით
სწორი აღრიცხვისთვის აუცილებელია შემოსავლებისა და ხარჯების სათანადო მონიტორინგი. ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია მრავალი შრომატევადი და დამღლელი, ასევე მექანიკური სამუშაოს ავტომატიზაცია, როგორიცაა მომხმარებელთან ინვოისების გაგზავნა, ხარჯების დახარისხება, თანამშრომლებთა ანაზღაურების წარმოება და ა.შ. მისი მეშვეობით შეძლებთ, ელექტორნულად შეინახოთ და დააარქივოთ მთელი ჩანაწერები; მოკლედ რომ ვთქვათ, პროგრამა დაგეხმარებათ, როგორც რუტინული საქმის გამარტივებაში, ასევე შეცდომების მინიმიზებაში;
3. წინასწარ გაწერეთ ბიუჯეტი
როგორც ბიზნესის მფლობელს, მეწარმეს, უნდა გქონდეთ გაწერილი ბიუჯეტი სავარაუდო შემოსავლებისა და ხარჯებისთვის, შემდეგ კი პერიოდულად უნდა გადაამოწმოთ რეალური შედეგების მიხედვით. ბიუჯეტირება დაგეხმარებათ, გააანალიზონ ოპერაციების ხარჯების ეფექტურობა, გარდა ამისა, ბიუჯეტის არ ქონის შემთხვევაში, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს ფინანსური პრობლემის დროული იდენტიფიცირება მანამ, სანამ არ წარმოიქმნება რეალური პრობლემა.
4. Maintain accounting records
Accounting must be based on the results and facts of business processes, and without accurate records, it is impossible to manage a company effectively. The absence of accounting records is also critical during tax inspections, where declared data is compared with internal business operations to verify accuracy. Incomplete accounting records can make this process time-consuming and resource-intensive.
5. კარგად გაერკვიეთ საგადასახადო კანონმდებლობაში
სანამ საქმიანობას დაიწყებთ, აუცილებელია, კარგად ერკვეოდეთ ქვეყანაში მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა რეგულაციები არსებობს თქვენს სფეროში, რა უნდა გაითვალისწინოთ რომ თავიდან აირიდოთ საურავები და ჯარიმები. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო და საბუღალტრო სფერო სპეციფიკურია და მაღალ კომპეტენციას მოითხოვს, რეკომენდებულია, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტებთან, რომლებიც დაგაკვალიანებენ და ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდიან თქვენი ბიზნესის შესაბამისად.
6. სწორად მართეთ cash flow ფულადი სახსრების ნაკადი)
ბიზნესის ფულადი ნაკადი მიუთითებთ მის ლიკვიდურობაზე ანუ რამდენად დროულად შეუძლია კომპანიას შეასრულოს თავისი ვალდებულებები. უამრავი ბიზნესი კრახს განიცდის მხოლოდ იმიტომ, რომ არ აწარმოებენ ფულადი სახსრების ნაკადის ანგარიშგებას.
ფულადი სახსრების ნაკადის ანგარიშგება, როგორც წესი, მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:
- საოპერაციო საქმიანობა – იგი ზომავს ფულადი სახსრების ნაკადს კომპანიის მიერ პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებიდან. მაგ: საქონლისა და მომსახურების გაყიდვა, ხელფასის გადახდა, ქირის გადახდა და საშემოსავლო გადასახადის გადახდა.
- საინვესტიციო საქმიანობა – ეს წარმოადგენს გრძელვადიან ინვესტიციებს კომპანიის ზრდაში. მაგალითად, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა, გაყიდვა ან სხვა.
- საფინანსო საქმიანობა – იგი წარმოადგენს ინვესტორების ან ბანკების ნაღდ ფულს.
იხილეთ ფულადი სახსრების ანგარიშგების ნიმუში.
7. წინასწარ გაანალიზეთ გადასახადები, დაიცავით საგადასახადო ვადები
გადასახადების დაგვიანებულმა ან არასრულფასოვანმა გადახდამ შეიძლება გამოიწვიოს ვადაგადაცილებულ გადასახადებზე ჯარიმები და საურავები, ამიტომ, თქვენი სფეროს და ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა გქონდეთ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების წარმოება.
8. არ აწარმოოთ ბუღალტერია პროფესიონალების გარეშე
შეცდომას, რომელსაც დამწყები მეწარმეები, ყველაზე ხშირად უშვებენ, ბუღალტერიის დამოუკიდებლად, პროფესიონალის გარეშე წარმოებაა. თუ ფიქრობთ, რომ ამით ხარჯებს დაზოგავთ, ცდებით. საქმიანობის დასაწყისშივე ჩართეთ გამოცდილი ბუღალტერი. ხარჯების დაზოგვა თუ გსურთ, უმჯობესია, ბუღალტერია აუთსორსზე გაიტანოთ. ამასთან, საბუღალტრო კომპანიებთან ურთიერთობით, კიდევ უფრო გაიმყარებთ პოზიციებს, რადგან როგორც წესი, მათთან პროცესები რამდენიმე ეტაპიან შემოწმებას გადის და შეცდომის დაშვების რისკიც მინიმუმამდე მცირდება. გარდა ამისა, ყველა კვალიფიციურ კომპანიას აქვს პროფესიული დაზღვევა.
საბოლოოდ, რასაც უნდა საქმიანობედეთ, წარმატებისთვის მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა, რომელიც, ნებისმიერ ეტაპზე, მხარს დაგიჭერთ და დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. თქვენი ბიზნესის საბუღალტრო და საგადასახადო მხარდაჭერისთვის, ყოველთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ. TMC-ში, ნებისმიერი მოცულობის ბიზნესისთვის, ეფექტური და საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებულ მომსახურების პაკეტები შეგვიძლია შემოგთავაზოთ.