ბუღალტერია ნებისმიერი ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია. ეს არის პროფესია, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი. ამიტომ ბუღალტერიის შესწავლა ნებისმიერ ასაკში ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. თუ ფიქრობთ, რომ ამ პროფესიის შესწავლა განსაკუთრებულ უნარებთან, დროსთან და შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული, ამ ბლოგში შევეცდებით, ეს მითი დავამსხვრიოთ.
5 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლო ბუღალტერია
- ბუღალტერია მოთხოვნადი პროფესიაა
დღეს საქართველოში 200 ათასზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია. თითოეულ მათგანს სჭირდება საბუღალტრო მომსახურება. წარმოიდგინეთ, რამდენად მაღალია მოთხოვნა კვალიფიციურ ბუღალტრებზე და რამდენად დიდია დასაქმების შანსი. - მაღალანაზღაურებადი პროფესიაა
საშუალო სტატისტიკური ბუღალტრის შემოსავალი თვეში 1500-2000 ლარის ფარგლებშია. იმის გათვალისწინებით, რომ ერთ ბუღალტერს შეუძლია რამდენიმე კომპანიას მოემსახუროს, შემოსავალიც პროპორციულად იზრდება. - ხელმისაწვდომია
ამ პროფესიის დაუფლება არც თუ ისე დიდ თანხებთან და დროსთანაა დაკავშირებული. სხვა პროფესიებისგან განსხვავებით, არ გჭირდებათ 4 წელი უმაღლეს სასწავლებელში განათლების მიღება და უზარმაზარი ფინანსური ხარჯების გაღება. საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო დონეზე შესასწავლად 3-5 თვე სავსებით საკმარისია, პრაქტიკისა და თეორიული ცოდნის გამყარებით კი, მაქსიმუმ 2 წელში, თქვენ შეძლებთ სრულფასოვნად და დამოუკიდებლად აწარმოოთ ნებისმიერი კომპანიის ბუღალტერია. ამისთვის საქართველოში უამრავი სასწავლო კურსი არსებობს, თუმცა სწორი კურსისა და კვალიფიციური მენტორის შერჩევაში ყურადღება გმართებთ. - თქვენთვის გზა ყველგან ხსნილია
იყო ბუღალტერი ნიშნავს, დასაქმდე ნებისმიერ ინდუსტრიაში, რადგან არ არსებობს სფერო, რომელიც არ საჭიროებს საბუღალტრო აღრიცხვას. - მოქნილი სამუშაო პირობები
ამ პროფესიის კიდევ ერთი ხიბლი იმაშია, რომ სამუშაო გრაფიკი საკმაოდ მოქნილია – თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად სხვადასხვა ტიპის ბიზნესს გაუწიოთ საბუღალტრო მომსახურება ადგილზე ან აუთსორსზე – იმუშაოთ ოფისში, სახლიდან გაუსვლელად, ჰიბრიდულად ან სულაც იყოთ Freelancer და თავად გადაწყვიტოთ ვისთან ითანამშრომლოთ და როგორი პირობებით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასდროსაა გვიან დაიწყოთ სწავლა, დაეუფლოთ ახალ პროფესიას, რომელშიც იპოვით საკუთარ თავს, შეძლებთ რეალიზებას და განვითარებას. ბუღალტერია ის საქმეა, რომელიც ამის რეალურ შესაძლებლობას გაძლევთ, მთავარია მოხვდეთ შესაბამის ადგილას, სადაც სწორ მიმართულებასა და საფუძველს მოგცემენ.