Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International

მაღალი ხარისხის სერვისი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია

ბუღალტრული აღრიცხვა

​​​ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
 

ჩვენი მომსახურების ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება. თქვენ შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს ძირითად საქმიანობას და საერთოდ არ იფიქროთ ბუღალტრულ აღრიცხვაზე, რადგან გაძლევთ გარანტიას იმისას, რომ თქვენი ფინანსური ანგარიშგება შესაბამისობაში იქნება როგორც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან ასევე საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.
როგორც ცნობილია გადასახადების დარიცხვაზე და აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომპანიას (ხელმძღვანელობას) და არა ბუღალტერს. თქვენ გეძლევათ საშუალება ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებლობა დაეკისროს ჩვენს კომპანიას, რომელიც თავის მხრივ მზადაა აგინაზღაუროთ ყველა ზიანი რაც გამოწვეული იქნება ჩვენი თანამშრომლების ბრალეულობით.
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოიცავს:
სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირებას;
საბუთების ბრუნვის სისტემის ორგანიზებას კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით;
პირველადი დოკუმენტაციის შედგენა და სათანადო წესით აღრიცხვა და შენახვა , პროგრამის გამოყენებით;
გადასახადების სახეობების მიხედვით, დეკლარაციების შედგენას და წარდგენას საგადასახადო ორგანოებში;
თქვენს მიერ მიწოდებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის საფუძველზე თანამშრომელთა ხელფასის  გაანგარიშებას.
ანგარიშებისა და შედარების აქტების შეჯერებას საგადასახადო ორგანოებთან;
კონსულტაციებს ბუღალტრული და საგადასახადო  აღრიცხვის, დაბეგვრის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე  კანონმდებლობის გათვალისწინებით

​​​ბუღალტრული სისტემის დანერგვა
 

ბუღალტრული  სისტემის დანერგვა შედგება ღონისძიებების კომპლექსისგან და მოიცავ:  გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის ფორმისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვას, ბუღალტრული განყუფილების სტრუქტურულ ფორმირებას, საბუთების ბრუნვის სისტემის შემუშავებასა და ა. შ.
ბუღალტრული სისტემის დანერგვა აუცილებელია:
ახალი კომპანიის შექმნის და ბიზნესის "ნულიდან" დაწყების შემთხვევაში;
ბიზნესის გაფართოების ან/და რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში;
ბიზნესის სისტემური და სტრუქტურული ოპტიმიზაციის დროს;
საინვესტიციო პროექტების დაწყების ან/და გაფართოვების დროს.

​​​ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება
 

ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება მოიცავს პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კომპანიის განვლილი და მიმდინარე პერიოდის სამეურნეო ოპერაციების, გატარებების, ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის რეგისტრების წესრიგში მოყვანის კომპლექსურ პროცედურას.
ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგების ღონისძიებებია:
საწარმოში არსებული  პირველადი დოკუმენტაციის შერჩევა, ბუღალტრული აღრიცხვის მოსაწესრიგებლად;
საწარმოს ბუღალტრულ სამსახურთან ერთად ნაკლული საბუთების მომზადება;
ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების შექმნა;
სისტემის მოწესრიგება თანამედროვე ბუღალტრული პროგრამების საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ფინანსური შედეგების ფორმირების გათვალისწინებით;
ბუღალტრულ პროგრამებში საგადასახადო სისტემის შექმნა, საგადასახადო რეგისტრების ავტომატური ფორმირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დეკლარაციების ავტომატურად შევსებისათვის;
საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება, მოწესრიგების პროცედურის დროს შექმნილი რეგისტრების საფუძველზე;

ანგარიშგება
 

ანგარიშგება არის კომპანიის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობის და ასევე მისი სამეურნეო საქმიანობის შედეგების შესახებ მონაცემთა სისტემა, რომელიც შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.

''თი ემ სი'' გთავაზობთ ანგარიშგების შედგენისა და ჩაბარების შემდეგ მომსახურებას:
საშემოსავლო, დღგ-ს, მოგების და ქონების გადასახადების დეკლარირება და ჩაბარება;
ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შედგენა და ჩაბარება;
ზედმეტად, შეცდომით გადახდილი გადასახადების (მათ შორის საბაჟო) დაბრუნება ან/და სხვა გადასახადების ანგარიშში ჩათვლისათვის, საჭირო ანგარიშების ფორმების და კორესპოდენციების შედგენა და ჩაბარება.