Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International

       შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თი-ემ-სი  შეიქმნა 2004 წელს. შექმნის დღიდან აქტიურად ოპერირებს საგადასახადო და ფინანსური აუდიტის სფეროში, აწარმოებს მიმდინარე ბუღალტრული აღრიცხვის სერვისს კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, იურიდიულ და საკონსულტაციო მომსახურებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის. შემოსავლების სამსახურის პროექტის მიმდინარეობისას მინიჭენული ჰქონდა უფლებამოსილება ალტერნატიული აუდიტის ჩატარების თაობაზე (B კატეგორია).

   შპს თი-ემ-სი მზარდი კომპანიაა და დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ენერგიული და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც მუდმივი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში არიან, რათა პასუხობდნენ ზემოთ აღნიშნულ სფეროში არსებულ მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 2012 წლის ბოლოდან კომპანიამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა მუშაობის მეთოდიკა და დანერგა ხარისხის შიდა კონტროლის ეფექტური სისტემა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ შპს თი-ემ-სი მსოფლიოში უმსხვილესი საერთაშორისო პროფესიული ქსელის - ჟენევის საერთაშორისო ჯგუფის (GGI) წევრი გამხდარიყო. 



ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თქვენი ინტერესები მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს ჟენევის საერთაშორისო ჯგუფი GGI


პროფესიონალები თქვენს სამსახურში!