Copyright by TMC LLC

All rights reserved

Geneva Group International

 სასწავლო ცენტრი

ბუღალტრული პროგრმები

1C

1c – ეს არის რუსული წარმოშობის ბუღალტრული პროგრამა, რომელიც ძალიან პოპულიარულია მსოფლიო მასშტაბით. ბოლო წლებში პროგრამა საქართველოშიც გავრცელდა  და მას არაერთი კომპანია იყენებს.

1c პროგრამა ორი, ბუღალტრული და სასაწყობე ნაწილისგან შედგება, რომელთა შესწავლაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაა შესაძლებელი.

  1. 1c - ბუღალტერია

მიზნები:

კურსის მიზანია მსურველებს გააცნოს და პროფესიონალურ დონეზე შეასწავლოს დღესდღეობით ერთ–ერთი უძლიერესი პროგრამა 1 C (ბუღალტერია) და მსმენელებს მისცეს ცოდნის პაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობა.

შესასწავლი თემები:

თემა 1:        პროგრამასთან მუშაობის დაწყება, საწყისი მონაცემების დაფიქსირება და ფასწარმოქმნა

ინტერფეისის განხილვა; ცნობარების შევსება: საკუთარი ორგანიზაციის, ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების, საწყობების, კლიენტებისა და საქონლის დაფიქსირება; ვალუტების, საზომი ერთეულებისა და ბანკების დამატება შესაბამისი კლასიფიკატორებიდან; კონტრაგენტებთან (კლიენტებთან) ანგარიშსწორების აღრიცხვის ანგარიშების აწყობა; ნომენკლატურის (საქონლისა და მომსახურების) აღრიცხვის ანგარიშების აწყობა; ნომენკლატურის ფასების ტიპების შექმნა და ფასების დადგენა, ანგარიშთა გეგმისა და სუბკონტოების მნიშვნელობის არსის განხილვა.

თემა 2: დოკუმენტების აღწერა და შესყიდვების მართვა

დოკუმენტების ზოგადი დანიშნულება და აღწერა; ძირითადი რეკვიზიტების, ინსტრუმენტების პანელის განხილვა; მონაცემთა ექსპორტი Excel–ის ფაილში; შესყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის ფორმირება: საქონლის შემოსვლის (შესყიდვის) დაფიქსირება, დამატებითი ხარჯების დარიცხვა, განბაჟების დოკუმენტის გაფორმება, ანგარიშ–ფაქტურის შეყვანა; დოკუმენტების ასახვა როგორც ბუღალტრულ, ასევე საგადასახადო აღრიცხვაში; გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.

თემა 3:        საწყისი ნაშთების დასმა, გაყიდვების მართვა და სასაწყობე ოპერაციები

საწყისი ნაშთების დასმა; გაყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების ფორმირება და საბეჭდი ფორმების (სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ–ფაქტურა) დათვალიერება; საქონლის გადაადგილება, ინვენტარიზაციის დოკუმენტის გაფორმება; მომავალი პერიოდის გასავლების დაფიქსირება; საწყობების მიხედვით საქონლის ნაშთის ამსახველი ანგარიშგების აწყობა და განხილვა.

თემა 4: სალაროს ოპერაციები

სალაროს დოკუმენტების ჟურნალის განხილვა; სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების გაფორმება ოპერაციის ტიპების მიხედვით; საბეჭდი ფორმები; საავანსო ანგარიშგების გაფორმება; ნაღდი ფულის შიდა გადაადგილება; ნაღდი ფულის მიღება ბანკიდან; გატარებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება. 

თემა 5: საბანკო ოპერაციები

საბანკო დოკუმენტების ჟურნალის განხილვა; საგადახდო დავალება შემომავალი და გამავალი ოპერაციის ტიპების მიხედვით; საბეჭდი ფორმები; საავანსო ანგარიშგების გაფორმება, ფულადი სახსრების კონვერტაცია; გატარებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.

თემა 6: ძირითადი საშუალებები

ძირითადი საშუალებების ცნობარი, ჯგუფური დამატების შესაძლებლობა; ძირითადი საშუალებების შეძენა, მათი აღრიცხვაზე აყვანა: ექსპლუატაციაში გაშვება და ამორტიზაციის დარიცხვა; ძირითადი საშუალებების გადაადგილება; ძირითადი საშუალებების მოდერნიზაცია; ძირითადი საშუალებების გაყიდვა; გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება, ძირითად საშუალებებზე ინფორმაცია საგადასახადო ჯგუფების მიხედვით.

 

 

თემა 7: არამატერიალური აქტივები

არამატერიალური აქტივების შემოსვლა, მათი აღრიცხვაზე აყვანა; არამატერიალური აქტივების გაყიდვა; გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება.

თემა 8: ხელფასები

ფიზიკური პირების, თანამშრომლებისა და თანამდებობების ამსახველი ცნობარების განხილვა; ორგანიზაციაში სამუშაოზე მიღება; საკადრო გადაადგილება, ხელფასის ცვლილება და ორგანიზაციიდან გათავისუფლება; ხელფასის დარიცხვა, ფულადი სახსრების გაცემის ხასიათი: ავანსი, ანაზღაურება; გეგმიური დარიცხვები: პრემია, დაზღვევა, იჯარა, გამოქვითვები, დაკავებები; ხელფასის ასახვა აღრიცხვაში; საშემოსავლო გადასახადების გადახდა; სალაროდან და საბანკო ანგარიშიდან თანხის გაცემა და ამ დოკუმენტების ჯგუფურად ფორმირება; დეპონირება; ორგანიზაციის ქვეგანყოფილებების მიხედვით თანამშრომლების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება; ანგარიშსწორების ფურცელი; გაცემული თანხებისა და დაკავებების უწყისი.

თემა 9: თვის დახურვა და ანგარიშგებების განხილვა

ანგარიშგებების აწყობა, ფილტრაცია და მათი ფორმირება; თვის დახურვა, რეგლამენტირებული ანგარიშგებები (საგადასახადო დეკლარაციები: დღგ–ის ფორმა, საშემოსავლოს ფორმა).

თემა 10-11: გავლილი მასალის შეჯამება

გავლილი მასალის შეჯამება და მსმენელთა მიერ დასმული კითხვების განხილვა.

 

კურსის ხანგრძლივობა და ინტენსივობა:

ერთ  თვიანი, 10 საათიანი კურსი, 1 საათიანი ლექცია

კურსის ღირებულება - 600 ლარი.

1c - საწყობი

მიზნები:

კურსის მიზანია მსურველებს გააცნოს სასაწყობე პროგრამა 1 C, რათა მათ შეძლონ თეორიული ცოდნის პაქტიკულად გამოყენება და თავიანთი სასაწყობე მარაგების სწორი ფორმით აღრიცხვა.

  

შესასწავლი თემები:

თემა 1: საწყისი მონაცემების განხილვა და პროგრამასთან მუშაობის დაწყება 
პროგრამაში საკუთარი ორგანიზაციისა და ორგანიზაციული მოთხოვნების დაფიქსირება; მენეჯერული და პროგრამული მართვის ვალუტების მითითება; კლიენტების, მომწოდებლებისა და საქონლის ჩამონათვალის შეტანა. 

თემა 2: შესყიდვების მართვა 
შესყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; შეკვეთებისა და შესყიდვების დოკუმენტების შესწავლა; დამატებითი ხარჯებისა და განბაჟების დოკუმენტების გაფორმება და გაფორმებული დოკუმენტების შესახებ ანალიზური ინფორმაციის მიღება. 

თემა 3: ფასწარმოქმნა     ორგანიზაციული ფასის ტიპების დაფიქსირება პროგრამაში; კონკურენტებისა და მომწოდებლების ფასის ტიპების შექმნა; საქონელზე საცალო და საბითუმო ფასების დადგენა; ფასდაკლების დანიშვნა საქონლისა და კლიენტის მიხედვით. 

თემა 4: გაყიდვების მართვა 
გაყიდვების დოკუმენტების სტრუქტურის გაცნობა; შეკვეთებისა და გაყიდვების, ასევე კლიენტის მიერ საქონლის რეზერვირებისა და განთავსების დოკუმენტების შესწავლა და მათ საფუძველზე ანალიზური ინფორმაციის მიღება. 

თემა 5: მარაგების მართვა 
სასაქონლო ნაშთებისა და მათი გადაადგილების კონტროლი; შიდა შეკვეთების გაფორმება, ინვენტარიზაცია და ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისებისა და ნამეტების გასწორება; მარაგების შესახებ ნებისმიერი ანალიზური ინფორმაციის მიღება თვითღირებულებით, როგორც რაოდენობრივ, ისე თანხობრივ მაჩვენებლებში. 

თემა 6: ფულადი სახსრები 
ფულადი სახსრების შემოსავლებისა და გასავლების მართვა როგორც საბანკო, ისე ნაღდი ოპერაციების – სალაროს ორდერებისა და საგადახდო დავალებების მიხედვით; ნაღდი ფულის შიდა გადაადგილება და ანალიზური ინფორმაციის მიღება გაფორმებული დოკუმენტების მიხედვით. 

თემა 7: დაგეგმვა 
შემდეგი დოკუმენტების გაფორმება – შესყიდვებისა და გაყიდვების გეგმები, დაგეგმვის დამხმარე, მოთხოვნილების ფორმირება, შესყიდვების კალენდარული გეგმის შედგენა, შეკვეთის წერტილის დაყენება.

თემა 8: გავლილის გამეორება

 

 

კურსის ხანგრძლივობა და ინტენსივობა:

ერთ თვიანი, 10 საათიანი კურსი, 1 საათიანი ლექცია

კურსის ღირებულება - 500 ლარი

მომავალი პროფესიონალებისათვის !